ქუთაისის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოიცავდა დღევანდელ ქალაქ ქუთაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნაწილს.
რაიონის ფართობი იყო - 826 კმ², მოსახლეობა 128 439 (1932). მის შემადგენლობაში 1932 წლისთვის შედიოდა 1 ქალაქი, 14 სასოფლო საბჭო და 4 სოფელი. ადმინისტარაციული ცენტრი იყო ქალაქი ქუთაისი.
ქუთაისის რაიონის საზღვრები პირველად 1939 წელს შეიცვალა, როდესაც რაიონს გამოეყო დასავლეთ ტერიტორია: ახლად დაარსებული დაბა წყალტუბო და მიმდებარე სოფლები, სადაც შეიქმნა წყალტუბოს რაიონი, რის შემდეგაც რაიონის ტერიტორია თითქმის განახევრდა.
1959 წელს რაიონი გაუქმდა, ქალაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილის დასახლებები შეუერთდა წყალტუბოს რაიონს, ხოლო ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია შეუერთდა თერჯოლის რაიონს.
მოსახლეობა და ადმინისტრაციული ერთეულები
1932 წლის აღწერის მონაცემები
ლიტერატურა