ქვედა სიმონეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. სოფელში გადის ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზა. ქვედა სიმონეთი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესია. 1926 წლისთვის სვირის თემი შედგებოდა ორი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 6001 ადამიანს, ხოლო ფართობი 33,1 კმ²-ს.[2] სოფელში არის 2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2027 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
2829 |
1352 |
1477
|
2014[1] |
2027 |
1002 |
1025
|
ლიტერატურა
სქოლიო