ზედა სიმონეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI ს.). სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
ეტიმოლოგია
წმინდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია როგორც სომიანეთი:
წ[მიდა]ო გი[ორგი] შე[იწყალე]
სოფელი ს-
ომიანე-
თი
„სომიანეთი“, როგორც ჩანს, სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა. ხალხური ეტიმოლოგიის შედეგს უნდა წარმოადგენდეს „სვიმონეთი“.[2]
გეოგრაფია
მდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 360 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კილომეტრი. სოფელი გაშლილია შემაღლებულ პლატოზე და ზემოდან გადაჰყურებს ყვირილას დაბლობს.
ისტორია
1716 წელს სოფელში გაიმართა სიმონეთის ბრძოლა, რომლის შედეგადაც იმერეთის მეფე გახდა გიორგი IV გურიელი. 1926 წლისთვის ზედა სიმონეთის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 5032 ადამიანს, ხოლო ფართობი 46,8 კმ²-ს.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1349 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
1824 |
890 |
934
|
2014[1] |
1349 |
697 |
652
|
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი. ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი[5].
ლიტერატურა
სქოლიო