ღვანკითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის აუზი) მარჯვენა მხარეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 150 მეტრი, თერჯოლიდან 2 კილომეტრი. სოფლის დასავლეთით დგას დედაღვთისას ეკლესია.
2020 წლის 23 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დროს, სოფელი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.[2][3] კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ღვანკითი ჩაიკეტა და მოეწყო ხუთი ბლოკსაგუშაგო. [4] სოფელ ღვანკითში საკარანტინო რეჟიმი 2020 წლის 12 მაისს გაუქმდა.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1968 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[5] |
2333 |
1092 |
1241
|
2014[1] |
1968 |
964 |
1004
|
ლიტერატურა
სქოლიო