ყუმისთავი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ცხუნკურის თემში. მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე, მდინარე ყუმის ხეობაში. ზღვის დონიდან 220 მეტრი, წყალტუბოდან 12 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს პრომეთეს მღვიმე. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 673 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1006 |
494 |
512
|
2014[1] |
673 |
341 |
342
|
ლიტერატურა
სქოლიო