ხომული — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გუმბრის თემი), მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე. ზღვის დონიდან 140 მეტრი, წყალტუბოდან 4 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს: შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, ოხრის საბადო, სოფლის შუაგულში არის კარსტული ძაბრი, ხოლო მახლობლად ხომულის მღვიმე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1510 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[2] |
891 |
|
|
2002[3] |
2036 |
941 |
1095
|
2014[1] |
1510 |
734 |
776
|
პიროვნებები
სოფელში დაიბადა ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი რომანოზ ფანცხავა.
ლიტერატურა
სქოლიო