სერის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის აუზში. უერთდება მყინვარ ტვიბერს მარჯვენა მხრიდან. სიგრძე 4,9 კმ, ფართობი 5,08 კმ². საზრდოობს მწვერვალების ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვართა ნაკადებით. სერის მყინვარზე მისასვლელი გზა ადის სოფელ ჟაბეშიდან.
ლიტერატურა