ჩათის მყინვარი, ჩაჩი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. განფენილია მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — ამალის სათავეში. სიგრძე 4,2 კმ, ფართობი 3,7 კმ². საზრდოობს მწვერვალების მაილისა და მყინვარწვერის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ამალი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა