პტიშის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კოდორის მარჯვენა შენაკადის — ჩხალთის აუზში. სიგრძე 1,1 კმ, ფართობი 2,1 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებით. პტიშის მყინვარიდან გამოდის მდინარე სამხრეთი პტიში.
ლიტერატურა