კიდეგანი, კიდეგანა — მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, კიდეგანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე ასის მარცხენა შენაკადს — ახიელისწყალს. კარული ტიპისაა. ფართობი 0,68 კმ². ფირნის ხაზი გადის ზღვის დონიდან 3490 მ სიმაღლეზე. მყინვარი უკან იხევს წელიწადში საშუალოდ 6,5 მ-ით. 1890-1975 წლებში მყინვარის ფართობი 0,6 კმ²-ით შემცირდა.
ლიტერატურა