პირჩიტა — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აწუნთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის აუზში. სიგრძე 0,8 კმ, ფართობი 0,75 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 3270 მ-მდე. პირჩიტა საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. პირჩიტის მყინვარის ენის ბოლოზე სათავე აქვს მდინარე პირიქითი ალაზნის სათავეს — ქვახიდისწყალს.
ლიტერატურა