მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები

მესამე თაობის (აგრეთვე ცნობილია როგორც 8 ბიტიანების ეპოქა) ეპოქა დაიწყო 1983 წლის 15 ივლისს, მაშინ როდესაც იაპონიაში გამოჩნდა კონსოლები: Family Computer (შემოკლებით „Famicom“, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ცნობილი როგორც Nintendo Entertainment System ან NES) და SG-1000.[1][2] ამ პერიოდში დასრულდა 1983 წლის კრიზისი და სახლის ვიდეო თამაშებში ლიდერად იქცა იაპონია. სწორედ ამ დროში ბლოკური გრაფიკა ჩაანაცვლა სპრაიტულმა, რაც დიდ ნახტომად მიიჩნევა გეიმდიზაინში.[1]

აღნიშნული ეპოქის ყველაზე გაყიდვადი კონსოლი იყო NES/Famicom, მას თან მოსდევდა Sega-ს Master System და Atari-ს Atari 7800. მიუხედავად იმისა, რომ წინა თაობის კონსოლებიც გამოიყენებდნენ 8 ბიტიან პროცესორებს, სახლის კონსოლების „ბიტებად“ აღნიშვნა დაიწყეს მესამე თაობის დასასრულს და 16 ბიტიანი სათამაშო კონსოლების გამოჩენის შემდეგ, წინა თაობისგან განსხვავების აღსანიშნავად. მესამე თაობის მიწურლს 8 ბიტიანი სისტემები 16 ბიტიანებთან შედარებით გრაფიკულად და აპარატულად მოძველდნენ. იმ დროისთვის იაპონიასა და ჩრდილოეთი ამერიკაში დომინირებდა Famicom/NES, მაშინ როდესაც ევროპის და ბრაზილიის ბაზარზე ლიდერობდა Master System.

ისტორია

იაპონიაში მესამე თაობის კონსოლებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა Family Computer-მა (Famicom). ჩრდილო ამერიკულ ბაზარზე დომინირებდა ფამიკომის დასავლური ანალოგი, Nintendo Entertainment System. ამ პერიოდში სახლის ვიდეო თამაშებში აშშ-მ ლიდერობა დაუთმო იაპონიას. 1987 წელს კომპანია ნინტენდო ფლობდა კონსოლების ბაზრის 65 პროცენტს, Atari — 24%, Sega — 8% და სხვა — 3%.[3]

იაპონური კონსოლები იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ 1988 წლისთვის Nintendo-ს უკვე გაყიდული ჰქონდა 7 მილიონი NES-ის სისტემა, თითქმის იმდენივე, რამდენიც Commodore 64 გაიყიდა გამოსვლიდან ხუთ წელიწადში.[4] ჟურნალ Compute!-ის განცხადებით, ფინანსური თვალსაზრისით Nintendo-ს პოპულარობამ დიდი საფრთხე შეუქმნა კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ კომპანიებს,[5] შედეგად, კომპანია Epyx, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა კომპიუტერულ თამაშებს, გადაერთო კონსოლის თამაშების შემუშავებაზე.[6]

მიუხედავად იმისა, რომ Nintendo დომინირებდა იაპონიის და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, Sega-ს Master System-მა ფართოდ გაიკვალა გზა ევროპისკენ, ოკეანეთში, ხოლო ბრაზილიაში უპირობო ლიდერად იქცა.[7]

ამ ეპოქაში ნინტენდოს მთავარი კონკურენტი იყო კომპანია Sega. NES-ისგან განსხვავებით, SG-1000 (რომელსაც წინ უძღოდა სეგას უფრო წარმატებული კონსოლის, Master System-ის გამოშვება) არ გამოირჩეოდა ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებით. შედეგად, 1985 წელს სეგამ გამოსცა SG-1000-ის მემკვიდრე Master System,[8] რომელიც არა თუ მის წინამორბედს, არამედ NES-საც კი აღემატებოდა აპარატული შესაძლებლობებით.[9] თუმცა NES ყველაფრის მიუხედავად, დომინირებდა ჩრდილოეთ ამერიკის და იაპონიის ბაზარზე, მაშინ როდესაც Master System სტაბილურად ლიდერობდა ევროპულ და სამხრეთ ამერიკის ბაზარზე.[7]

ამავე ეპოქაში, 1989 წელს Nintendo-მ წარმოადგინა პორტატიული სათამაშო კონსოლი Game Boy,[10] რომელიც, თითქმის 15 წლის განმავლობაში დომინირებდა პორტატიული კონსოლებს შორის. Game Boy-ის წყალობით ნინტენდო პორტატიული კონსოლების ბაზარზე იქცა ლიდერად. გარდა ამისა, გამოიცა ორი პოპულარული 8 ბიტიანი კომპიუტერის, Commodore 64-ის და Amstrad CPC-ის კონსოლური ვერსიები, Commodore 64 Games System და Amstrad GX4000 — შემქმნელთა მიზანი იყო სათამაშო მარკეტზე ფეხის მოკიდება.

უმოქმედოდ არც კომპანია Atari მჯდარა, 1986 წელს წარმოადგინა მორიგი პროდუქტი Atari 7800,[11] რომელიც სრულიად უკუთავსებადი იყო Atari 2600-თან, რაიმე სახის მოდულის გამოყენების გარეშე. თუმცა მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობის გამო, სისტემაზე ჯამში 100 ერთეულ თამაშზე მეტი არ გამოსულა. 2600-თან შედარებით, 7800, აპარატურის თვალსაზრისით შესამჩნევად გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნდა. საბოლოოდ 7800-ის წარმოება შეწყდა 1992 წლის 1 იანვარს.[12]

ამ თაობამ დიდი კვალი დატოვა ვიდეო თამაშების ისტორიაში. სწორედ ამ პერიოდში, პირველად, კონსოლებისთვის შეიქმნა როლური ვიდეო თამაშები. აგრეთვე მზის შუქი იხილა ისეთმა განთქმულმა ფრენჩაიზებმა (უმეტესობა გამოიცემა დღემდე) როგორებიც არის „Super Mario Bros.“, „Final Fantasy“, „The Legend of Zelda“, „Dragon Quest“, „Metroid“, „Mega Man“, „Metal Gear“, „Castlevania“, „Phantasy Star“, „Megami Tensei“, „Ninja Gaiden“, და „Bomberman“.

აღნიშნულ ეპოქაში გამოჩნდა საბავშვო საგანმანათლებლო კონსოლები, რომლებიც ტრადიციული კონსოლების მსგავსად გამოიყენებდნენ სათამაშო კარტრიჯს, თუმცა საგანმანათლებლო კონსოლები არ იქმნებოდა სათამაშო კონსოლებისთვის კონკურენციის გასაწევად, შედეგად ეს სისტემები ტექნიკური თვალსაზრისით ჩამოუარდებოდნენ მათ. ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე განთქმულ საგანმანათლებლო კლონსოლად მიჩნეულია VTech Socrates, გამოსული 1988 წელს.

Nintendo VS Sega

ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში Nintendo Entertainment System (NES)/Family Computer (Famicom) უფრო მეტი რაოდენობით გაიყიდა ვიდრე სხვა ნებისმიერი მესამე თაობის კონსოლი.[7] ეს განპირობებული იყო მასზე გამოსული ცნობილი თამაშებით („Super Mario Bros.“, „Super Mario Bros. 3“, „The Legend of Zelda“, და „Metroid“) და აგრეთვე Nintendo-ს ლიცენზირების მკაცრი პოლიტიკით, რომლის მიხედვითაც, მესამე მხარის დეველოპერების მიერ შემუშავებული პროექტები გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში NES-ის ექსკლუზივი უნდა ყოფილიყო, რაც აფერხებდა სხვა ნაკლებად ცნობილი კონსოლების წინსვლას. მიუხედავად ამისა, Master System უფრო პუპულარული იყო ევროპაში, ოკეანთესა და სახმრეთ აფრიკაში ვიდრე NES. კონსოლისთვის ევროპასა და ბრაზილიაში უფრო მეტი რაოდენობით თამაში გამოვიდა ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში. ამიტომაც კონსოლის გამოცემა ბრაზილიასა და ახალ ზელანდიაში ყველაზე დიდ ხანს მიმდინარეობდა. ამავე დროს ინდუსტრიის ზრდა შეინიშნებოდა საბჭოთა კავშირის დასავლეთ ტერიტორიებზე. საბოლოოდ The Master-ის წარმოება შეწყდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, თუმცა ბრაზილიაში დღემდე გამოიცემა. ხოლო რაც შეეხება NES-ს, ნინტენდომ მისი მხარდაჭერა შეწყვიტა 2003 წლის 25 სექტემბერს.[13]

კონსოლები

შედარებები

სახელი SG-1000 Famicom/Nintendo Entertainment System (NES) Sega Mark III/Master System Atari 7800
მწარმოებელი Sega Nintendo Sega Atari
კონსოლი


თავდაპირველი ფასი 15000 იაპონრი იენა[14] 14800 იენა
199.99 აშშ დოლარი
240 კანადური დოლარი
24200 იენა
199.99 აშშ დოლარი
99.99 გირვანქა სტერლინგი
140 აშშ დოლარი
თარიღი იაპ 15 ივლისი, 1983
იაპ 15 ივლისი, 1983
  • აშშ 18 ოქტომბერი, 1985
  • მსოფლიოში 1987
იაპ 20 ოქტომბერი, 1985
ჩრდ.ამ. ოქტომბერი, 1986
  • მსოფლიოში ივნისი, 1987
ჩრდ.ამ. მაისი, 1986
  • მსოფლიოში ივლისი, 1987
მედია
  • კარტრიჯი

Famicom Disk System:

  • კარტრიჯი
  • მონაცემთა ბარათი (მხოლოდ პირველი მოდელი)
კარტრიჯი
ყველაზე გაყიდვადი თამაშები N/A „Super Mario Bros.“ (კონსოლთან ერთად კომპლექტში), 40.24 მილიონი (1999)[15]
„Super Mario Bros. 3“, 18 მილიონი (21 მაისი, 2003)[16]
„Hang-On“ და „Safari Hunt“ (კომპლექტში)
„Alex Kidd in Miracle World“ (კომპლექტში)
„Sonic the Hedgehog“ (კომპლექტში)
Pole Position II (კომპლექტში)
უკუთავსებადობა არა არა Sega SG-1000 (იაპონური ვერსია) Atari 2600
აქსესუარები
  • Bike Handle Controller
  • Card Catcher
  • Sega Handle Controller
  • Sega Rapid Fire Unit
  • SK-1100
სხვები
  • Light Phaser
  • SegaScope 3D Glasses
  • Sega Control Stick
  • Sega Handle Controller
  • Sega Paddle Control[17]
  • Sega Pro Action Replay
  • Sega Remote Control System
  • Sega Rapid Fire Unit
  • Sega SG Commander
  • Sega Sports Pad
პროცესორი NEC 780C (დაფუძნებული 8/16 ბიტიან Zilog Z80-ზე)
3.58 მჰც NTSC (3.55 მჰც PAL)
Ricoh 2A03/2A07 (დაფუძნებული 8 ბიტიან MOS Technology 6502-ზე)
1.79 მჰც (1.66 მჰც - PAL)
NEC 780C (დაფუძნებული 8/16 ბიტიან Zilog Z80-ზე)
3.58 მჰც (3.55 მჰც - PAL)
სტანდარტული 6502C (დაფუძნებული 8 ბიტიან MOS Technology 6502-ზე)
1.19 მჰც ან 1.79 მჰც
გრაფიკა Texas Instruments TMS9918 Sega VDP
  • Atari MARIA
  • Atari TIA (ტელევიზიის ინტერფეისის ადაპტერი)
არ არის
ხმის ჩიპი Texas Instruments SN76489
  • Ricoh 2A03/2A07

Famicom Disk System:

  • Nintendo 2C33 (მხოლოდ იაპონიაში)
  • Sega PSG (SN76496)

მხოლოდ იაპონიაში:

  • Yamaha YM2413
  • Atari TIA

კარტრიჯის დამატებითი ჩიპი:

  • Atari POKEY
მეხსიერება

3 კბ RAM

4.277344 კბ (4380 ბაიტი) RAM

  • 2 კბ RAM
  • 2 კბ ვიდეო RAM

განახლებები:

  • MMC ჩიპები: 8 კბ-მდე RAM და 12 კბ-მდე ვიდეო RAM[19]
  • Famicom Disk System: 32 კბ RAM, 8 კბ ვიდეო RAM

24.03125 კბ (24,608 ბაიტი) RAM

  • 8 კბ XRAM
  • 16 კბ ვიდეო XRAM[20]
  • 32 ბაიტი პალიტრული RAM[21]

4 კბ RAM

  • 4 კბ ძირითადი RAM[22]
ვიდეო
  • გაფართოება: 256×192
  • სპრაიტები: 32 ეკრანზე, 8×8 ან 8×16 პიქსელი
  • ფერები ეკრანზე: 16 ერთდროულად
  • პალიტრა: 21 ფერი[18]
  • რეზოლუცია: 256×224 ან 256×240
  • სპრაიტები: 64 ეკრანზე , 8×8 ან 8×16 პიქსელები
  • ფერები ეკრანზე: 25 ერთდროულად
  • პალიტრა: 53 ფერი
  • რეზოლუცია: 256×192, 256×224, 256×240
  • სპრაიტები: 64 ეკრანზე, 8×8 ან 16×16 პიქსელები[23]*ფერები ეკრანზე: 32 ერთდროულად)
  • პალიტრა: 64 ფერი
  • რეზოლუცია: 160×200 ან 320×200
  • სპრაიტები: 100 სპრაიტი[24][25]
  • ფერები ეკრანზე: 25 ერთდროულად
  • პალიტრა: 256 ფერი
აუდიო მონო აუდიო:
  • სამი მეანდრული არხით
  • ხმის ერთი გენერატორით
მონო აუდიო:
  • სამი მეანდრული არხით
  • ხმის ერთი გენერატორით
  • ერთი დიფერენციალური იმპულსური მოდულაციური არხი, 16 ბიტიანი აუდიო, 4.2-მდე 33.5 კჰც დისკრეტიზაციის სიხშირე

მხოლოდ იაპონური განახლება:

  • ხმის სიმძლავრის გაძლიერება დამატებითი ჩიპის მეშვეობით
მონო აუდიო:
  • სამი მეანდრული არხით
  • ხმის ერთი გენერატორით

კარტრიჯის დამატებითი ჩიპი:

  • ოთხი მეანდრული არხი
  • ხმის ერთი გენერატორი
არ არის

სხვა კონსოლები

გაყიდვების შედარება

კონსოლი მსოფლიოში გაიყიდა იაპონია ამერიკა სხვაგან
Nintendo Entertainment System 61.91 მილიონი (დეკემბერი, 2009)[26][27] 19.35 მილიონი (დეკემბერი, 2009)[26] 34 მილიონი (დეკემბერი, 2009)[26] 8.56 მილიონი (დეკემბერი, 2009)[26]
Sega Master System 17.8 მილიონი (2016) 1 მილიონი (1986)[28] აშშ: 2 მილიონი (1992)[29]
ბრაზილია: 8 მილიონი (2016)[30]
Western Europe: 6.8 მილიონი (1993)[31]
Atari 7800 არ არის

პროგრამული უზრუნველყოფა

საკვანძო თამაშები

  • „Alex Kidd in Miracle World“ (SMS) შექმნილი Sega-ს მიერ, სადაც ფიგურირებს სეგას ყოფილი თილისმა, ალექს კიდი. თამაშმა კონკურენცია ვერ გაუწია „Super Mario Bros.-ს.“, თუმცა პოპულარული იყო PAL რეგიონში, ვინაიდან ჩაშენებული იყო კონსოლში.
  • „Castlevania“ (NES) შექმნილი Konami, დაფუძნებული ბრემ სტოკერის დრაკულაზე, სადაც მთავარი ანტაგონისტია გრაფი დრაკულა. ამ თამაშმა საფუძველი ჩაუყარა სერია „Castlevania“-ს.
  • „Dragon Ball: Dragon Daihikyō“ (SCV) შექმნილი Epoch-ის მიერ. იყო პირველი თამაში, დაფუძნებული მანგა და ანიმე ტელესერიალ „დრაკონის მარგალიტზე“.
  • „Dragon Quest“ (NES) შექმნილი Chunsoft-ის და Enix-ის მიერ. „Dragon Quest“-ის სერია გამოვიდა 1986 წელს. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეო თამაშების სერიად იაპონიაში.
  • „Final Fantasy“ (NES) შექმნილი Square-ის მიერ, რამაც საფუძველი ჩაუყარა „Final Fantasy“-ის სერიას 1987 წელს.
  • „The Legend of Zelda“ (NES) შექმნილი Nintendo EAD-ის და Nintendo-ის მიერ 1986 წელს. საფუძველი ჩაუყარა “The Legend of Zelda“-ს სერიას.
  • „Mega Man 2“ (NES) შექმნილი Capcom-ის მიერ. შემდგომში NES-ზე გამოვიდა რამდენიმე გაგრძელება, ხოლო მოგვიანებით გამოიცა სპინოფებიც.
  • „Metal Gear“ (MSX2) შექმნილი Konami-ის მიერ 1987 წელს. საფუძველი ჩაუყარა „Metal Gear“-ის სერიას. გამოვიდა პლატფორმა MSX2-ზე და მალე დაპორტირდა NES-ზე.
  • „Metroid“ (NES) შექმნილი R&D1-ის მიერ 1986 წელს. საფუძველი ჩაუყარა „Metroid“-ის სერიას.
  • „Phantasy Star“ (SMS) Sega Consumer Development Division 2-ის და Sega-ს მიერ, რომელიც მიიჩნევა როლური ვიდეო თამაშის ეტალონად.[32] ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელშიც წარმოადგინეს სამეცნიერო ფანტასტიკური გარემო და სუსტი სქესის პროტაგონისტი.
  • „Super Mario Bros.“ (NES) შექმნილი Nintendo EAD-ის და Nintendo-ს მიერ. თან მოჰყვებოდა NES-ს. ის ყველაზე გაყიდვადი თამაშის ტიტულს ინარჩუნებდა 2009 წლამდე.[33]
  • „Super Mario Bros. 3“ (NES) შექმნილი Nintendo-ის მიერ. მის თაობაში მიჩნეულია ყველაზე საუკეთესო პლატფორმერად, ისევე როგორც NES-ის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Fahs, Travis. IGN Presents the History of SEGA: Coming Home. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2012. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2011.
  2. Mark J. P. Wolf, The video game explosion: a history from PONG to Playstation and beyond, ABC-CLIO, p. 115, ISBN 0-313-33868-X, https://books.google.com/books?id=XiM0ntMybNwC&pg=PA115. წაკითხვის თარიღი: April 19, 2011,
  3. Katz, Arnie; Kunkel, Bill; Worley, Joyce (August 1988). „Video Gaming World“. Computer Gaming World. p. 44. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  4. Ferrell, Keith (ივლისი, 1989). „Just Kids' Play or Computer in Disguise?“. Compute!. p. 28. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი=-, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Keizer, Gregg (July 1989). „Editorial License“. Compute!. p. 4. ციტირების თარიღი: November 11, 2013.
  6. Ferrell, Keith (December 1989). „Epyx Goes Diskless“. Compute!. p. 6. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 7.2 Travis Fahs. IGN Presents the History of SEGA: World War. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2011.
  8. (2015) Gamers High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 55. ISBN 978-4-575-45554-0. 
  9. Parkin, Simon (2 ივნისი, 2014). „A history of video game hardware: Sega Master System“. Edge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი,, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. „retrodiary: 1 April – 28 April“. Retro Gamer. Bournemouth: Imagine Publishing (88): 17. აპრილი, 2011. ISSN 1742-3155. OCLC 489477015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Computer Entertainer, თებერვალი, 1987, page 13
  12. Patterson, Shane; Brett Elston. „Consoles of the '80s“. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  13. Nintendo to end Famicom and Super Famicom production. GameSpot.com (May 30, 2003). დაარქივებულია 25 აგვისტო, 2013.
  14. SG-1000 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
  15. Best-Selling Video Games. Guinness World Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2006. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008.
  16. All Time Top 20 Best Selling Games (21 მაისი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი, 2006. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008.
  17. -Sega Emulation Overview - another overview. retrocopy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი, 2010. ციტირების თარიღი: April 30, 2010.
  18. 18.0 18.1 [ZKn[hS SG-1000 ef[^]. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2015.
  19. NES Specifications. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2015.
  20. RAM - Development - SMS Power!. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2015.
  21. Charles MacDonald. Sega Master System VDP documentation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 5 ივლისი, 2011.
  22. Aceptance Specification (ATari Part #CO24674-30 Drawing) დაარქივებული 2010-12-07 საიტზე Wayback Machine. , atari-history.com, 21 მარტი, 1984
  23. SEGA MASTER SYSTEM TECHNICAL INFORMATION
  24. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი, 2014. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
  25. The Atari 7800 ProSystem[მკვდარი ბმული]
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (27 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-14. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2010.
  27. NES. Classic Systems. Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო, 2007. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2007.
  28. Shinbunsha, Nihon Kōgyō (1986). Amusement. Nihon Kogyo Shimbun, გვ. 89. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2012. 
  29. Sheff, David (1993). Game Over, 1st, New York: Random House, გვ. 349. ISBN 0-679-40469-4. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2012. 
  30. Azevedo, Théo. (12 მაისი, 2016) Console em produção há mais tempo, Master System já vendeu 8 mi no Brasil Portuguese. Universo Online. ციტატა: „Comercializado no Brasil desde setembro de 1989, o saudoso Master System já vendeu mais de 8 milhões de unidades no país, segundo a Tectoy.“ ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2016.
  31. (მარტი, 1995) „Sega Consoles: Active installed base estimates“, Screen Digest. Screen Digest, გვ. 60.  (cf. here [1], here [2], and here [3])
  32. Semrad, Steve (2 თებერვალი, 2006). „The Greatest 200 Videogames of Their Time“. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2014. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  33. Getting That "Resort Feel". Iwata Asks: Wii Sports Resort. Nintendo. ციტატა: „As it's sold bundled with the Wii console outside Japan, I'm not quite sure if calling it "World Number One" is exactly the right way to describe it, but in any case it's surpassed the record set by Super Mario Bros., which was unbroken for over twenty years.“

Read other articles:

Carex grallatoria Klasifikasi ilmiah Kerajaan: Plantae Divisi: Tracheophyta Kelas: Liliopsida Ordo: Poales Famili: Cyperaceae Genus: Carex Spesies: Carex grallatoria Nama binomial Carex grallatoriaMaxim. Carex grallatoria adalah spesies tumbuhan seperti rumput yang tergolong ke dalam famili Cyperaceae. Spesies ini juga merupakan bagian dari ordo Poales. Spesies Carex grallatoria sendiri merupakan bagian dari genus Carex.[1] Nama ilmiah dari spesies ini pertama kali diterbitkan oleh M...

 

Artikel ini bukan mengenai Tetsuo: The Iron Man. Iron ManIron Man dalam The Invincible Iron Man vol. 5, #25 (Juni 2010); seni oleh Salvador LarrocaInformasi publikasiPenerbitMarvel ComicsPenampilan pertamaTales of Suspense #39 (Maret 1963)Dibuat olehStan Lee (penulis)Larry Lieber (penulis)Don Heck (ilustrasi)Jack Kirby (ilustrasi)Informasi dalam ceritaAlter egoAnthony Edward Tony StarkSpesiesManusiaTempat asalLong Island, New YorkAfiliasi timAvengersDepartemen PertahananForce WorksGuardians o...

 

The Great PassagePoster Jepang Asli.Nama lainJepang舟を編むHepburnFune o Amu SutradaraYuya IshiiProduserTomoo TsuchiiKimitaka GokaFumitsugu IkedaYasuyuki IwanamiDitulis olehKansaku WatanabeBerdasarkanThe Great Passageoleh Shiwon MiuraPemeranRyuhei MatsudaAoi MiyazakiJoe OdagiriKaoru KobayashiGo KatoPenata musikTakashi WatanabeSinematograferJunichi FujisawaPenyuntingShinichi FushimaPerusahaanproduksiFilmmakersLittle More Co.DistributorShochikuTanggal rilis 13 April 2013 (2...

Logam golongan platina (PGM) dalam tabel periodik H   He Li Be   B C N O F Ne Na Mg   Al Si P S Cl Ar K Ca Sc Ti V Cr Mn Fe Co Ni Cu Zn Ga Ge As Se Br Kr Rb Sr Y Zr Nb Mo Tc Ru Rh Pd Ag Cd In Sn Sb Te I Xe Cs Ba * Hf Ta W Re Os Ir Pt Au Hg Tl Pb Bi Po At Rn Fr Ra ** Rf Db Sg Bh Hs Mt Ds Rg Cn Nh Fl Mc Lv Ts Og  * La Ce Pr Nd Pm Sm Eu Gd Tb Dy Ho Er Tm Yb ** Ac Th Pa U Np Pu Am Cm Bk Cf Es Fm Md No    Logam golongan platina    Logam mulia lainnya Batang...

 

Universitas Tunghai東海大學Moto求眞 篤信 力行[1]Moto dalam bahasa InggrisKebenaran, Iman, Pengajaran[1]JenisSwastaDidirikan1955PresidenMing-Jer TangLokasiXitun, Taichung, Republik China (Taiwan)24°10′41″N 120°36′13″E / 24.1779605°N 120.6036615°E / 24.1779605; 120.6036615Koordinat: 24°10′41″N 120°36′13″E / 24.1779605°N 120.6036615°E / 24.1779605; 120.6036615KampusPerkotaanAfiliasiAsosiasi Uni...

 

Vermont-based political action committee This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article's tone or style may not reflect the encyclopedic tone used on Wikipedia. See Wikipedia's guide to writing better articles for suggestions. (May 2021) (Learn how and when to remove this template message) This article may contain citations that do not verify the text. Please check for citat...

American Republican Activist (1840-1934) Frederick Neal DowMember of the Maine House of RepresentativesMember of the Maine House of RepresentativesIn office1888–1890Speaker of the Maine House of RepresentativesIn office1889 – October 1890 Personal detailsBorn(1840-02-23)February 23, 1840Portland, MaineDied1934Political partyRepublican Frederick Neal Dow (February 23, 1840 – 1934) was an American political activist from Maine. The son of Prohibitionist mayor and pres...

 

Boeing XF6B-1 / XBFB-1 adalah desain terakhir biplan Boeing untuk Angkatan Laut Amerika Serikat. Hanya satu prototipe, Model 236, yang pernah dibangun, walaupun pertama terbang pada awal tahun 1933, pesawat itu mengalami kecelakaan menabrak penghalang pada tahun 1936 dan desain tidak dikejar lebih jauh. Diperintahkan oleh Angkatan Laut pada 30 Juni tahun 1931, pesawat itu merupakan turunan dari F4B, melainkan hampir seluruhnya dari konstruksi logam, dengan hanya sayap masih tertutup kain. Ha...

 

1988 1994 Élections cantonales de 1992 en Moselle 26 des 51 cantons de la Moselle 22 et 29 mars 1992 Type d’élection Élections cantonales DVD Sièges obtenus 12 RPR Sièges obtenus 4 UDF Sièges obtenus 4 PS Sièges obtenus 5 PCF Sièges obtenus 1 Président du Conseil général de la Moselle Sortant Élu Albert Vecten RPR Philippe Leroy RPR modifier - modifier le code - voir Wikidata  Les élections cantonales ont eu lieu les 22 et 29 mars 1992. Lors ...

Bulgarian general Radko DimitrievBorn(1859-09-24)24 September 1859Gradets, Ottoman Empire (contemporary Bulgaria)Died18 October 1918(1918-10-18) (aged 59)Pyatigorsk, Russian Soviet Federative Socialist RepublicAllegiance Kingdom of Bulgaria Russian EmpireService/branch Bulgarian Army Imperial Russian ArmyYears of service1877–1886; 1898–1913; 1914–1917RankLieutenant GeneralCommands heldBulgarian 3rd ArmyRussian 3rd ArmyRussian 12th ArmyBattles/warsSerbo-Bulgarian War ...

 

Французские Южные и Антарктические территории фр. Terres australes et antarctiques françaises (Флаг ФЮАТ) (Герб ФЮАТ) Местоположение Администрация Административный центр Сен-Пьер или Порт-о-Франсэ (неофиц.) Префект Паскаль Болот(фр. Pascal Bolot) Округа 5 Статистика Площадь1 439 672без Земли Аде...

 

Данио-рерио Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеГруппа:Костные рыбыКласс:Лучепёрые рыбыПодкласс:Новопёрые рыбыИн�...

Rob McElhenneyMcElhenney di 2016LahirRobert McElhenney III14 April 1977 (umur 47)Philadelphia, Pennsylvania, U.S.Pekerjaan Aktor penulis naskah produser siniar pengusaha Tahun aktif1996–sekarangSuami/istriKaitlin Olson ​(m. 2008)​Anak2 Robert McElhenney III (/ˈmækəlhɛni/ MAK-əl-HEN-ee; lahir 14 April 1977) adalah seorang aktor, penulis naskah, produser, siniar dan pengusaha asal Amerika Serikat. Dia lebih dikenal untuk perannya sebagai Ronald Mac...

 

Sekolah Tinggi Pariwisata MataramNama sebelumnyaAkademi Pariwisata MataramMotoUnggul dan Berbudaya Berdaya Saing GlobalJenisSekolah TinggiDidirikan16 Januari 1997, sebagai Akademi Pariwisata (AKPAR) Mataram26 Juli 2017 sebagai Sekolah Tinggi Pariwisata (STP) MataramAlamatJalan Panji Tilar Negara 99x Kekalik Jaya, Kec. Sekarbela, Kota Mataram, Nusa Tenggara Barat, IndonesiaSitus webwww.stpmataram.ac.id Sekolah Tinggi Pariwisata Mataram[1] adalah sekolah tinggi pariwisata pertama di Nus...

 

У Вікіпедії є статті про інших людей із прізвищем Ткачов. Володимир Васильович Ткачов Народження 14 жовтня 1946(1946-10-14) (77 років)Лабінськ Краснодарський крайКраїна  УкраїнаРід військ ЗС УкраїниЗвання  Генерал-полковникКомандування Повітряні Сили Збройних Сил України�...

A major contributor to this article appears to have a close connection with its subject. It may require cleanup to comply with Wikipedia's content policies, particularly neutral point of view. Please discuss further on the talk page. (February 2020) (Learn how and when to remove this message) Georgetown University School of Continuing StudiesSeal of Georgetown UniversityFormer namesSummer School (1953–1970)School for Summer and Continuing Education (1970–2004)TypePrivateEstablished1970Pa...

 

Jerzy Dudek Informasi pribadiNama lengkap Jerzy Henryk DudekTanggal lahir 23 Maret 1973 (umur 51)Tempat lahir Rybnik, PolandiaTinggi 188 cm (6 ft 2 in)Posisi bermain Penjaga gawangKarier junior1985–1991 Górnik KnurówKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)1991–1995 Concordia Knurów 119 (0)1995–1996 Sokół Tychy 15 (0)1996–2001 Feyenoord 139 (0)2001–2007 Liverpool 127 (0)2007–2011 Real Madrid 2 (0)Total 402 (0)Tim nasional1998–2011 Polandia 59 (0) * Penampila...

 

Leonida Tonelli Leonida Tonelli (Gallipoli, 19 aprile 1885 – Pisa, 12 marzo 1946) è stato un matematico italiano, uno dei maggiori analisti della prima metà del XX secolo. Indice 1 Biografia 2 Onorificenze 3 Opere principali 4 Note 5 Bibliografia 6 Altri progetti 7 Collegamenti esterni Biografia Dopo gli studi superiori tecnici compiuti a Pesaro, nel 1902 si iscrisse alla Facoltà di Scienze dell'Università di Bologna, dove ebbe come docenti, fra gli altri, Federigo Enriques, Luigi Donat...

Городской уезд в составе ЛяоянаДэнтакит. упр. 灯塔, пиньинь Dēngtǎ 41°25′25″ с. ш. 123°19′13″ в. д.HGЯO Страна  Китай Провинция Ляонин Городской округ Ляоян История и география Площадь 1170,3 км² Высота 44 ± 1 м Часовой пояс UTC+8:00 Население Население 496 122 чел. (201...

 

American actor (born 1949) Richard GereGere in 2024Born (1949-08-31) August 31, 1949 (age 74)Philadelphia, Pennsylvania, U.S.OccupationActorYears active1969–presentSpouses Cindy Crawford ​ ​(m. 1991; div. 1995)​ Carey Lowell ​ ​(m. 2002; div. 2016)​ Alejandra Silva ​ ​(m. 2018)​Children3 Richard Tiffany Gere (/ɡɪər/ GEER;[1][2] born ...