| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
Mega Man |
---|
|
ჟანრები |
მოქმედებითი
მოქმედებითი-სათავგადასავლო
Hack and slash
პლატფორმერი
მესამე პირის შუტერი
როლური |
---|
დეველოპერ(ებ)ი |
Capcom
Inti Creates (2002-2010) |
---|
გამომცემელი |
Capcom
Nintendo (1990-1994) |
---|
პლატფორმები |
Arcade
Android
Game Boy
Game Boy Advance
Game Boy Color
GameCube
Game Gear
iOS
Microsoft Windows
Mobile phones
Neo Geo Pocket
Neo Geo Pocket Color
Nintendo 3DS
Nintendo 64
Nintendo DS
NES
Nintendo Switch
PlayChoice-10
PlayStation
PlayStation 2
PlayStation 3
PlayStation 4
PlayStation 5
PlayStation Portable
PlayStation Vita
Sega Genesis
Sega Saturn
Super NES
SteamOS
Shield Portable
Shield Tablet
Shield Android TV
Wii
Wii U
Windows
WonderSwan
Xbox
Xbox 360
Xbox One
Xperia Play |
---|
თავდაპირველი პლატფორმა |
Mega Man (NES/Famicom) |
---|
შექმნის თარიღი |
17 დეკემბერი, 1987 |
---|
სპინ-ოფები |
Mega Man X
Mega Man Legends
Mega Man Battle Network
Mega Man Zero
Mega Man ZX
Mega Man Star Force |
Mega Man (ქართ. მეგაკაცი) — სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ვიდეოთამაშების სერია. ცნობილი, როგორც Rockman — იაპონიაში. შექმნილია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა 1987 წელს Nintendo Entertainment System-სთვის და დღესდღეობით მოიცავს 50-ზე მეტ თამაშს სხვადასხვა პლატფორმებზე. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სერიის 41 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით.[1]
მთავარი სერია შედგება 11 თამაშისგან, ასევე Mega Man & Bass-ისაგან, სპინ-ოფ Game Boy-ის სერიისგან (იაპონიაში ცნობილი როგორც Rockman World, ქართულად — მეგაკაცის სამყარო), და სხვადასხვა კრებულებისაგან. კლასიკურ სიუჟეტურ ხაზს მოსდევს Mega Man X, Mega Man Zero, Mega Man ZX და Mega Man Legends სერიები. სიუჟეტურ ხაზში არ შედის სპინ-ოფი Mega Man Battle Network და Mega Man Star Force სერიები, რომლებშიც სიუჟეტები ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, სადაც ინტერნეტი აყვავდა რობოტიზმის მაგივრად.[2]
თამაშები
თავდაპირველი სერია
თავდაპირველი Mega Man სერია გამოვიდა 1987 წლის 17 დეკემბერს. თავდაპირველ სერიაში, Mega Man არის რობოტი, რომელსაც თავიდან ერქვა Rock (მომდევნო სერიებში ეწოდა Mega-ც). იგი შეიქმნა Dr.Light-ის (დოქტორ ლაითის) მიერ Dr.Wily-ს (დოქტორ უაილის) თანაშემწეობით. Dr.Wily-მ უღალატა Dr.Light-ს და გადააპროგრამა მისი სხვა რობოტები მსოფლიოს დასაპყრობად. Rock-მა ისურვა ბოროტი მეცნიერის შეჩერება და ამიტომ ის გახდა Mega Man.
Mega Man არის საიდ სქროლერი მოქმედებითი პლატფორმერი. მოთამაშემ უნდა გაიაროს ტურები Mega Buster-ის გამოყენებით, რაც არის პატარა ზარბაზანი მიმაგრებული Mega Man-ის ხელზე, გზადაგზა უნდა გაანადგუროს რობოტები. იმდროინდელი საზოგადოებისათვის ეს იყო რევოლუციური, რადგან თამაშში შეგეძლოთ აგერჩიათ რომელ ტურს რა თანმიმდევრობით გაივლიდით. ტურის ბოლოს გიცდით ე.წ. ,,რობოტი ოსტატი". მისი დამარცხების შემდეგ Mega Man-ს ენიჭება ამ ოსტატის სპეციალური იარაღი. ოსტატების დამარცხების შემდეგ მოთამაშე მიემგზავრება Dr.Wily-ს სასახლეში, სადაც აურჩევლად მოუწევს ტურების გავლა, ახალი უფროსების დამარცხება და ბოლოს თვით მეცნიერის დამარცხებაც. სპეციალური იარაღით შეგიძლიათ ზოგიერთი უფროსის უფრო ადვილად დამარცხება. ეს შთაგონებულია ცნობილი თამაშიდან ,,ქვა-ქაღალდი-მაკრატელი".
მომდევნო თამაშებში გვხვდება ახალი რობოტი ოსტატები, რობოტები, უფროსები, სპეციალური იარაღები და Mega Man-ისთვის ახალი გაჯეტებიც. ჩნდება ახალი პერსონაჟებიც: Rush (რაში), Protoman (პროტომენი), Duo (დუო), Bass (ბეისი) და ა.შ.
თავიდან თამაში გამოვიდა კონსოლ NES-სთვის, შემდეგ გადავიდა SNES-ზე. თამაშები არ გამოსულა მეექვსე თაობის კონსოლებისათვის, მაგრამ დაბრუნდა 7-ში. 2018 წელს გამოვიდა სერიის უახლესი სერია Mega Man 11. ჯერჯერობით თავდაპირველი სერია არ არის დასრულებული და დასკვნა არ არის გამოტანილი.
Mega Man X
Capcom-ს სურდა მეგაკაცის დიზაინის და კონტროლის შეცვლა როცა თამაშის სერია SNES-ზე გადადიოდა. სწორედ ამან გამოიწვია სიუჟეტური ხაზის განახლება და Mega Man X-ის შექმნა 1993 წელს. მოვლენები ვითარდება წლების შემდეგ, რომლებშიც მთავარი პერსონაჟია მეგაკაცის გაუმჯობესებული ვერსია X (იქსი) — ახალი რობოტი, რომელიც თავად აკონტროლებს თავის ქცევას, ემოციებს და გააჩნია აზროვნების უნარი.
- ↑ Capcom-ის თამაშების გაყიდვები.
- ↑ ブレインナビ (December 20, 2002). Rockman Perfect Memories (ロックマンパーフェクトメモリーズ).. ISBN 4-575-16354-6.