მას შემდეგ რაც საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაცია მოხდა და 1824 წელს მისი მამამთილი გამეფდა, მარი ტერეზი საფრანგეთის დოფინი ხდება, 1830 წელს კი მისი გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის დედოფალიც, თუმცა ტახტზე ასვლიდან ოც წუთში მათი მმართველობა დაამხო მათმა ბიძაშვილმა ლუი ფილიპ ორლეანელმა და დამყარდა ეგრეთ წოდებული „ივლისის მონარქია“. ამის შემდეგ მან დატოვა საფრანგეთი და დედის მშობლიურ მხარეში: ავსტრიაში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ადრეული ცხოვრება
მარი ტერეზი დაიბადა 1778 წლის 19 დეკემბერს ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის პირველი შვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და დედოფალ მარია ლეშჩინსკას ვაჟი, დოფინი ლუი დე ბურბონი და მისი მეორე ცოლი, საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ III-ისა და დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ასული მარია ჟოზეფა საქსონიელი. დედის მხრიდან კი მას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და მისი ცოლის, ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის ვაჟი, საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I და მისი მეუღლე, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ VI-ისა და იმპერატრიცა ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგელის ასული მარია ტერეზია ავსტრიელი. როგორც მეფის უფროს ქალიშვილს, მას დაბადებისთანავე მიენიჭა მადამ როიალისა და საფრანგეთის ქალიშვილის წოდება.
დედოფალი მარია ანტუანეტა თითქმის გადაჰყვა მარი ტერეზის გაჩენას, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მშობიარობის დამსწრე ადამიანებისაგან მთელი ოთახი გადაჭედილი იყო და ჰაერი ჩაიხუთა, ამის გამო კი მშობიარე დედოფალი კინაღამ გაიგუდა. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთის სამეფო კარზე ტრადიცია იყო: ყველა დიდებული და სამეფო ოჯახის ნათესავი უნდა დასწრებოდა საფრანგეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის დაბადებას. ბებიაქალის ბრძანებით ყველამ დაუყოვნებლივ დატოვა ოთახი და სასწრაფოდ გახსნეს ფანჯრები, რის შემდეგაც მარია ანტუანეტამ შვებით ამოისუნთქა. როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, დედოფალს ძალიან შეუყვარდა თავისი გოგონა. ცნობილია, რომ მან ერთხელ პატარა პრინცესას მოფერებისას უთხრა:
„ჩემო საბრალო პატარავ, შენ მართალია მათ არ უნდოდი, მაგრამ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ !, ვაჟი სახელმწიფოს კუთვნილება გახდებოდა — შენ კი მხოლოდ ჩემი იქნები.“
მარი ტერეზ შარლოტი თავის დაბადების დღესვე მონათლეს. მას სახელი მისი ბებიის, დედოფალ მარია ანტუანეტას დედის, ავსტრია-უნგრეთისა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ტერეზია ავსტრიელის პატივსაცემად დაარქვეს, ხოლო შარლოტა მარია ანტუანეტას საყვარელი დის, სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის (გერმანული კაროლინა ფრანგულში გადადის როგორც შარლოტა) პატივსაცემად.
პატარა მარი ტერეზი მალევე მიაბარეს სამეფო აღმზრდელ ვიქტორია დე როანს, იგივე პრინცესა დე გიემენს, რომელიც თავის დროზე ასევე მეფე ლუი XVI-ისა და მისი ძმების აღმზრდელი იყო. მალევე დედოფლის კატეგორიული მოთხოვნით მარი ტერეზს აღმზრდელი შეუცვალეს. ახლა უკვე მის აღზრდას უზრუნველყოფდა მარია ანტუანეტას ახლო მეგობარი იოლანდე დე პოლასტრონი, იგივე ჰერცოგინია დე პოლინიაკი. ამ ამბიდან მალევე, მიუხედავად ყველაფრისა მეფემ თავის შვილებს აღმზრდელი შეუცვალა და მათ ახალ ძიძად გვევლინება ძალიან მკაცრი და რელიგიური მადამ მარი ანჟელიკა დე მასკო, რომელიც მანამდე მეფის დის, პრინცესა ელიზაბეტის აღმზრდელი იყო.
მარია ანტუანეტამ მარი ტერეზის დაბადებისთანავე განსაზღვრა, რომ იგი ისეთ ამაყ ქალბატონად უნდა აღეზარდა, როგორებიც მისი ქმრის გაუთხოვარი მამიდები (იგულისხმებიან ანა ანრიეტა, მარი ადელაიდა, ვიქტორია, სოფი და ლუიზა ბურბონები) იყვნენ. დედოფალი ხშირად იწვევდა დაბალი რანგის ბავშვებს და მარი ტერეზასთან ათამაშებდა, რათა მას ღარიბთათვის თავისი კუთვნილის განაწილება ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მარია ანტუანეტას ხატად შექმნილია გულქვა და მატერიალისტი ქალის პორტრეტი, სულაც არ ყოფილა ასე, ვინაიდან იგი თავის შვილებს ასწავლიდა გლახაკთა გასაჭირისა და პრობლემების გულთან მიტანას და მათი ტანჯვის შემსუბუქებაზე ფიქრს. 1784 წლის შობაზე მარი ტერეზამ საჩუქრად უამრავი ახალი და ლამაზი სათამაშო მიიღო. მას ყველამ აჩუქა საჩუქარი, გარდა დედამისისა, რომელმაც განუცხადა:
„მე ძალიან მომწონს ასეთი ლამაზი საშობაო სათამაშოების შენთვის ჩუქება, თუმცა ზამთარი რთულია, გარეთ უამრავი უბედური ადამიანია რომელთაც არ აქვთ პური რათა ჭამონ, სამოსი რათა ჩაიცვან და შეშა რათა ცეცხლი დაანთონ. მთელი ჩემი ფული მე სწორედ მათ მივეცი. შენთვის საჩუქრის საყიდლად აღარაფერი დამრჩა, ასე რომ ამ წელს არაფერი იქნება.“
მარი ტერეზას 1781 წელს უმცროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი ლუი ჟოზეფი შეეძინა, რომელსაც 1785 წელს ნორმანდიის ჰერცოგი ლუი შარლი, 1786 წელს კი მადამ სოფია მოჰყვა. და-ძმებს შორის მარი ტერეზს ყველაზე ახლო ურთიერთობა ლუი ჟოზეფთან ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლუი შარლთან. მემატიანეები პატარა მარი ტერეზს ახასიათებენ როგორც ძალიან მშვიდ და დახვეწილ გოგონას, რომელსაც ჰქონდა ლამაზი ლურჯი თვალები და საოცრად გამჭოლი და ინტელიგენტური გამოხედვა, რომელიც მემკვიდრეობით ბებიამისისგან, იმპერატრიცა მარია ტერეზიასგან გადაეცა. მარია ანტუანეტასა და ლუი XVI-ის ოთხი შვილიდან, მხოლოდ მარი ტერეზმა მიაღწია ზრდასრულობამდე.
ცხოვრება რევოლუციის განმავლობაში
რევოლუციის დაწყება
როდესაც მარი ტერეზმა მოზარდობის ასაკში გადააბიჯა, საფრანგეთში რევოლუცია იწყებოდა. სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილება პროვინციებში სულ უფრო მატულობდა, რასაც ხალხში ანტი-აბსოლუტური გამოსვლები და სამეფო ოჯახისადმი ზიზღი ემატებოდა. საფრანგეთის გაკოტრების დასაწყისად მიჩნეულია მომენტი, როდესაც მეფე დიდძალი თანხით დაეხმარა ამერიკელ რევოლუციონერებს, როდესაც თვითონ საფრანგეთიც ეკონომიკურ კრიზისში იყო, ამას კი ქვეყნის გაკოტრება მოჰყვა. ამას მოჰყვა ფასებისა და გადასახადების მკვეთრი ზრდა, რასაც თან ერთვოდა გამუდმებული ამაზრზენი ჭორები, რომელთაც რევოლუციის მომხრე პროპაგანდისტები ავრცელებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ჭორს მიეკუთვნება: როდესაც დედოფალ მარია ანტუანეტას უთხრეს, რომ ხალხი შიმშილობდა, მან ღიმილიანი სახით უთხრათ: "თუ მათ არ აქვთ პური, ნამცხვრები ჭამონ. " ცხადია დედოფალს ეს არ უთქვამს და რეალურად ეს იყო მეფე ლუი XIV-ის ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ფრაზა, თუმცა იმ დროისათვის ქალის სიტყვას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და ამას არაფერი მოჰყოლია. მარია ანტუანეტას შემთხვევაში კი ეს ხალხისათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. 1789 წელს რევოლუციონერებმა აიღეს ბასტილიის ციხესიმაგრე, რაც საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისად მიიჩნევა. რევოლუციონერთა მთავარ სამიზნეს კი დედოფალი მარია ანტუანეტა წარმოადგენდა.
ხალხში გავრცელებულმა საოცარმა სიძულვილმა დედოფლისადმი, მონარქიულმა მმართველობამ მასაში პოპულარობა დაკარგა. ეს უკვე არა მხოლოდ ხალხში, არამედ არისტოკრატიაშიც ვლინდებოდა. თავად ვერსალის სამეფო კარზეც ხშირი იყო უხეში და ქსენოფობიური დამოკიდებულება დედოფლისადმი. იმ ზიზღით, რომელიც უკვე სრულიად ფრანგ ერში მძვინვარებდა დედოფლისადმი, ისარგებლეს პოლიტიკოსებმაც, როგორებიც არიან ორლეანელთა დინასტია, რომლებმაც შესძლეს და პარლამენტში თანამდებობა აიმაღლეს. ხალხი, არისტოკრატია და მინისტრები მთელს ეკონომიკურ ზარალს, აბსოლუტური მონარქიის უარყოფით მხარეებს, ქვეყნის გაკოტრებასა და სხვა მრავალ რამეს მხოლოდ ერთი ადამიანს — მარია ანტუანეტას მიაწერდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დედოფლის ქმედებები მშვიდობისკენ იყო მიმართული და არანაირ მტრობას არ გამოხატავდა, ყოველ მის ნაბიჯს პროპაგანდისტები სულ სხვანაირად უხატავდნენ ხალხს.
გარდა ყოველივე ამისა, მარი ტერეზზე ყველაზე დიდი დარტყმა 1787 წელს მისი დის, მადამ სოფის, 1789 წელს კი დოფინ ლუი ჟოზეფის გარდაცვალებამ იქონია, რომელიც გენერალური შტატების მოწვევიდან მეორე დღეს დაიღუპა.
გადასვლა ტუილიერში
1789 წლის ივლისში, ბასტილიის აღებიდან მალევე რევოლუციონერები ვერსალის სასახლეშიც შეიჭრნენ. ერთ-ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა პატარა მარი ტერეზის სიცოცხლესაც კი შეუქმნა საფრთხე. ამ დროისათვის მეფე ლუი XVI-ის ბრძანებით სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი: მეფის ძმები — გრაფი დე არტუა და გრაფი დე პროვანსი თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად, ჰერცოგინია დე პოლინიაკი და სხვა მრავალი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ ემიგრაციაში. ქვეყნის დატოვებაზე მეფემ, დედოფალმა, მეფის დამ, მადა ელიზაბეტმა და მარია ანტუანეტას უახლოესმა მეგობარმა პრინცესა დე ლამბალმა კატეგორიული უარი თქვეს.
პირველი შემოჭრის შემდეგ სამეფო ოჯახი ვერსალის სასახლეში დარჩა. ამავე წლის 5 ოქტომბერს მათ პარიზიდან და მისი შემოგარენიდან სურსათის მიწოდება შეუწყვიტეს. 6 ოქტომბერს რევოლუციონერები უკვე მეორედ შეიჭრნენ ვერსალში, რის შემდეგაც მათ სამეფო ოჯახის დაპატიმრება და მათი ტუილიერის სასახლეში (პარიზის გარეუბანში მდგარი სასახლე) გადაყვანა მოახდინეს.
1791 წელს სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ამიტომაც მეფემ და დედოფალმა თავიანთ ბრიტანელ კოლეგებს, მეფე ჯორჯ III-სა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგელს მიმართეს თავშესაფრისათვის, რომლებიც ცხადია დასთანხმდნენ. დედოფალმა შარლოტამ მათთვის სასახლეც კი მოამზადა, თუმცა 1791 წლის 20 ივნისს ვენსენთან გაქცეული სამეფო ოჯახის წევრები მესაზღვრეებმა იცნეს და უკან დააბრუნეს.
პატიმრობა ტაძარში
1792 წლის 10 აგვისტოს, მას შემდეგ რაც სამეფო ოჯახი დააკავეს, ეროვნულმა ასამბლეამ მეფე ლუი XVI-ს წოდება ჩამოართვა, თუმცა საფრანგეთში მონარქია 21 სექტემბრამდე არ გაუქმებულა. 13 აგვისტოს მთელი ოჯახი შუა საუკუნეების დროინდელ მიყრუებული ტაძრის კოშკში გამოკეტეს. 1793 წლის იანვარში შედგა მეფე ლუი XVI-ის სასამართლო, რომელმაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1793 წლის 21 იანვარს ლუის გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ, ოფიციალურად და ტიტულარულად საფრანგეთის ახალი მეფე მარი ტერეზის ძმა, ლუი შარლი გახდა ლუი XVII-ის სახელით, თუმცა ცხადია მას არანაირი უფლებამოსილება აღარ ჰქონდა. სულ მალე მარია ანტუანეტა შვილებს დააშორეს და ცალკე საკანში გადაიყვანეს, თუმცა ბავშვები მამიდას, ასევე დატყვევებულ მადამ ელიზაბეტს დაუტოვეს მოსავლელად.
1793 წლის 3 ივლისს, ამ ამბიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ, შუა ღამისას მცველები მადამ ელიზაბეტისა და ბავშვების საკანში შევინენ და ისინი იძულებით დააცილეს ერთმანეთს. ცნობილია, რომ რვა წლის "მეფე" საშინელ პირობებში ჰყავდათ დამწყვდეული, მარი ტერეზი კი შედარებით ნორმალურ საკანში გადაიყვანეს და სხვებთან შედარებით ლმობიერადაც ექცეოდნენ. სულ ერთ თვეში დედოფალი მარია ანტუანეტაკონსერჟერში გადაიყვანეს. 2 აგვისტოს მარი ტერეზმა მოახერხა თავისი მამიდის, მადამ ელიზაბეტის ნახვა და საბოლოოდ მასთან დარჩენაც. ამ ტაძარში გამოკეტილი მთელი სამეფო ოჯახიდან, მარი ტერეზი ერთადერთია, რომელიც ცოცხალი გადარჩა.
ტაძარში ყოფნისას პატარა პრინცესა საშინლად მოწყენილი იყო. მის საკანში მხოლოდ ერთი საწოლი და სკამი იდგა, გასართობად კი მხოლოდ ორი წიგნი ჰქონდა, ისიც ერთი ლოცვების წიგნი იყო, მეორე კი ბიბლია, რაც თხუთმეტი წლის გოგონასთვის დიდად საინტერესო არ ყოფილა. იგი ძალიან ითხოვდა სხვა წიგნები მიეცათ მისთვის, თუმცა კატეგორიულ უარს ეუბნებოდნენ. მარი ტერეზის საკნიდან ხშირად ისმოდა ტირილისა და ყვირილის ხმაც. 11 მაისს მარი ტერეზს თვით რობესპიერი ეწვია, თუმცა მათი საუბრის ჩანაწერები არ არსებობს. ცნობილია, რომ პატიმრობის დროს, მას არავინ ეუბნებოდა მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯის შესახებ და წლების მანძილზე მას ისინი ცოცხლები ეგონა და მათთან შეხვედრას ითხოვდა. უცნობია როგორ, თუმცა მან თავისი საკნის კედელზე ასეთი რამის ამოკაწვრა მოახერხა:
„მარი ტერეზ შარლოტი მსოფლიოში ყველაზე უბედური პატიმარია. მას ინფორმაციის მიღება საკუთარ დედაზეც კი არ შეუძლია. მასთან არ აბრუნებენ, თუმცა მან ათასჯერ სთხოვათ. იცოცხლე, ჩემო საყვარელო დედა !, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ და ვისი მდგომარეობის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ო, მამაჩემო !, მიყურე და დამიცავი ზეციდან. ო, ღმერთო ჩემო !, მიუტევე მათ, ვინ ჩემს მშობლებს ეს დამართა.“
1793 წლის 16 ოქტომბერს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს დედოფალ მარია ანტუანეტას. სულ რამდენიმე თვეში, 1794 წლის 9 მაისს ასევე გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი მარი ტერეზის ერთადერთ პატრონსა და მამიდას, მადამ ელიზაბეტსაც. 1795 წლის 8 ივნისს ლუი XVII საკანში 10 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტუბერკულოზით. ამრიგად სამეფო ოჯახიდან მხოლოდ მარი ტერეზიღა იყო ცოცხალი, ოჯახის სხვა ცოცხალი წევრები კი რუსეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში იყვნენ გაქცეულები.
1795 წელს "დიდი ტერორი" დასრულდა და რევოლუციონერებმაც მარი ტერეზს საფრანგეთის დატოვების უფლება მისცეს. იგი 1795 წლის 19 დეკემბერს, თავის მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე გაანთავისუფლეს. იგი მალევე საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა ფრანც II-მ მიიწვია თავისთან, რომელიც მარი ტერეზის დედის, დედოფალ მარია ანტუანეტას ძმის შვილი იყო. სულ მალე მარი ტერეზ ფრანგი ვენის სამეფო კარზე ჩავიდა, იმ ადგილას სადაც დედამისი დაიბადა და აღიზარდა.
გაქცევა
ავსტრია და რუსეთი
მარი ტერეზი 1796 წლის 9 იანვარს ჩავიდა ვენის სამეფო კარზე, 22 დღის შემდეგ, რაც იგი ტაძრიდან გაანთავისუფლეს.
მიუხედავად დიდი პატივისცემისა და კარგი გარემოსი, ვენა მას დედას აგონებდა, ამიტომაც მან ავსტრია მალევე ტატოვა და ელგავაში გადავიდა (თანამედროვე ლატვია), რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. იგი ელგავაში შეხვდა თავის ბიძას, რევოლუციის დროს გაქცეულ პროვანსის გრაფ ლუი სტანისლამ. გრაფმა დე პროვანსმა მარი ტერეზი სანქტ-პეტერბურგის სამეფო კარზე ჩაიყვანა და სრულიად რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს გააცნო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მარი ტერეზის ძმის, ლუი XVII-ის გარდაცვალების შემდეგ, საფრანგეთის ტიტულარული მეფე სწორედ პროვანსის გრაფი იყო, რომლის სამეფო სახელიც ლუი XVIII გახდა. ვინაიდან პროვანსს თავის ცოლთან, დედოფალ მარია ჯუზეპინა სავოიელთან შვილები არ ჰყავდა, ბურბონთა დინასტიის გაერთიანების მიზნით განიზრახა მარი ტერეზის დაქორწინება თავისი ძმის, არტუის გრაფ შარლის ვაჟზე, ანგულემის ჰერცოგ ლუი ანტუანზე.
მარი ტერეზისა და ლუი ანტუანის ქორწინება 1799 წლის 10 ივნისს შედგა იელგავას სასახლეში (თანამედროვე ლატვიის ტერიტორია). მიუხედავად ბედნიერი და მრავალწლიანი ქორწინებისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია.
ბრიტანეთი
ქორწინებიდან მალევე, მარი ტერეზმა და ლუი ანტუანმა რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს. მათ თავშესაფარი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-სა და დედოფალ-რეგენტ შარლოტა მეკლენბურგელს სთხოვეს, რომლებიც დიდი სიხარულით დასთანხმდნენ. დედოფალი შარლოტა განსვენებულ მარია ანტუანეტას ახლო მეგობარი იყო და ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. ბრიტანეთის მეფე-დედოფალმა ახლადდაქორწინებული წყვილი ბუკინგემშირში, ჰართვილის სასახლეში დააბინავეს, ხოლო მარი ტერეზის დედამთილ-მამამთილი შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში მდებარე ჰოლირუდის სასახლეში.
მომდევნო წლები მარი ტერეზმა და ლუი ანტუანმა ბრიტანეთში გაატარეს, სანამ 1814 წელს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I არ დაამხეს და იქ ბურბონთა რესტავრაცია განახორციელეს. ამგვარად საფრანგეთში აღსდგა ბურბონთა მეფობა ლუი XVIII-ის მეთაურობით, თუმცა საფრანგეთს დედოფალი აღარ ჰყვდა, ვინაიდან ლუის ცოლი მარია ჯუზეპინა სავოიელი 1810 წელს დაიღუპა, მეფე კი მეორე ქორწინებაზე უარს აცხადებდა.
ბურბონთა რესტავრაცია
ანგულემის ჰერცოგინია
ბრიტანეთში გაქცეული ბურბონები საფრანგეთში დაბრუნებას ყოველნაირად ცდილობდნენ. ისინი ზღვის გადაღმა ნაპოლეონს ხალხს უმხედრებდნენ, მისი რუსეთში დამარცხების შემდეგ კი ფრანგები საბოლოოდ აუჯანყდნენ. წლების მანძილზე არსებულმა გაუთავებელმა ომიანობამ მთლიანად გამოფიტა ფრანგებიც და მათი ხაზინაც, ამიტომაც მათ ისევ ბურბონთა დროს არსებული მშვიდობა არჩიეს. 1814 წელს ნაპოლეონის მმართველობა დაამხეს, 1815 წლის 21 იანვარს, ლუი XVI-ის გარდაცვალებიდან 22 წლის იუბილის პატივსაცემად შედგა ლუი XVIII-ის კორონაცია, სენ დენის ბაზილიკაში.
1815 წლის მარტში ნაპოლეონი საფრანგეთში დიდი არმიით დაბრუნდა და დროებით მოახერხა კიდევაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ლუი XVIII საფრანგეთიდან კვლავ გაიქცა, მარი ტერეზი კი ბორდოში წავიდა და ნაპოლეონის წინააღმდეგ ხალხის ხელახალი ამხედრება დაიწყო. ამავდროულად მეფე ლუიმ საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი და ძლიერი არმიის შეგროვება მოახერხა, რასაც დროულად დაერთო მარი ტერეზის მიერ ამბოხებული ხალხის აჯანყება.
1815 წლის 18 ივნისს ნაპოლეონი დამარცხდა, რასაც ბურბონთა ხელახალი რესტავრაცია და ლუი XVIII-ის მეორედ გამეფება მოჰყვა. ბრიტანელებთან შეთანხმებით, ბურბონებმა ნაპოლეონი დააპატიმრეს და იგი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფ, აფრიკასთან ახლოს, ატლანტის ოკეანეში არსებულ მიყრუებულ წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, საიდანაც იგი აღარ დაბრუნებულა.
1820 წლის 13 თებერვალს კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როდესაც პარიზში ნაპოლეონის მომხრე, ანტი-ბურბონული პოლიტიკის მატარებელმა ამბოხებულებმა მარი ტერეზის მაზლი, ბერის ჰერცოგი მგზავრობისას ეტლიდან გადაათრიეს და მოკლეს. ამავე წლის 29 სექტემბერს ბერის დაქვრივებულმა ჰერცოგინიამ ვაჟი გააჩინა. მას ანრი დაარქვეს და შამბორის გრაფის წოდებაც უბოძეს. მოგვიანებით იგი ბურბონთა დინასტიის წინამძღოლი და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე გახდა.
მადამ დოფინი
საფრანგეთის მეფე ლუი XVIII 1824 წლის 16 სექტემბერს უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ახალი მეფე მარი ტერეზის მამამთილი, შარლ X ხდება, რის შემდეგაც მარი ტერეზი და ლუი ანტუანი საფრანგეთის დოფინებად გვევლინებიან. ამ დროისათვის ანტი-მონარქიული განწყობა ხალხში ჯერ კიდევ იყო შერჩენილი. ასეთი აზროვნების აღმოსაფხვრელად მეფე შარლმა ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა.
1830 წლის 2 აგვისტოს, ივლისის რევოლუციის შემდეგ მეფე შარლ X თავისი ვაჟის, ლუი ანტუანის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა და შატო დე რამბულიეტში წავიდა. ამრიგად საფრანგეთის დედოფალი მარი ტერეზი გახდა, თუმცა საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიაში იგი ერთ-ერთი ყველაზე ცოტახნიანი მმართველი აღმოჩნდა. ტახტზე ასვლიდან სულ ოც წუთში ლუი ანტუანი და მარი ტერეზი მათმა ბიძაშვილმა, ლუი ფილიპ ორლეანელმა ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა.
4 აგვისტოს ბურბონთა სამეფო ოჯახმა მთელი მისი შემადგენლობით დატოვა შატო დე რამბულიეტი და 16 აგვისტოს საპორტო ქალაქ შერბურში ჩავიდნენ, საიდანაც ისინი კვლავ ბრიტანეთში უნდა წასულიყვნენ. თუმცა წინდახედულმა ლუი ფილიპმა თავის ნათესავებს კატეგორიულად აუკრძალა ბრიტანეთსა და ესპანეთში წასვლა (სადაც ბურბონებს უჭერდნენ მხარს). ამიტომაც მეფე შარლი, მისი რძალი მარია კაროლინა და მისი შვილები იტალიაში წავიდნენ, თუმცა მარი ტერეზმა და ლუი ანტუანმა შემდგომში გეზის შეცვლა და ბრიტანეთში ჩასვლა მაინც მოახერხეს.
საბოლოო გაქცევა
1833 წლამდე ლუი ანტუანი და მარი ტერეზი ედინბურგში, ჰოლირუდის სასახლეში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ მათ დატოვეს ბრიტანეთი და მარი ტერეზის ბიძაშვილთან, იმპერატორ ფრანც I-თან ჩავიდნენ პრაღაში. ფრანცმა თავისი მამიდაშვილი და მისი ქმარი პრაღის ციხესიმაგრეში დააბინავა. პრაღაში ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ წყვილი ავსტრიის იმპერიისა და იტალიის საზღვართან მდებარე ქალაქ გორიციაში (დღეისათვის უკვე იტალიის ტერიტორია) გადასახლდნენ. აქ დასახლებიდან რამდენიმე თვეში, 1836 წელს წყვილს მიუვიდა ცნობა დევნილობაში მყოფი მეფე შარლის ქოლერათი გარდაცვალების თაობაზე.
ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1844 წელს ლუი ანტუანი გარდაიცვალა, რომელიც მამამისის გვერდით დაკრძალეს. ამით განადგურებულმა მარი ტერეზმა დატოვა გორიცია და ვენის მახლობლად, ვინერ-ნოიშტადტში დასახლდა. სწორედ აქ გაატარა მან თავისი უკანასკნელი წლები, თუმცა 1848 წელს მას სასიხარულო და ასევე სევდიანი ამბავი მიუვიდა, იმის თაობაზე, რომ საფრანგეთში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა, რომლის დროსაც ლუი ფილიპ ორლეანელი დაამხეს, თუმცა ნაპოლეონის ძმის შვილი, ნაპოლეონ III ავიდა ტახტზე.
მარი ტერეზი გარდაიცვალა 1851 წლის 19 დეკემბერს პნევმონიით, 72 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი ქმრისა და მამამთილის გვერდით ნოვა-გორიცაში, რომელიც იმ ხანად ავსტრიის შემადგენლობაში იყო, თუმცა დღეისათვის ეს ტერიტორია სლოვენიის რესპუბლიკას ეკუთვნის.
ტიტულები და წოდება
19 დეკემბერი 1778 - 10 ივნისი 1799:მისი სამეფო უდიდებულესობა მადამ როიალი;
10 ივნისი 1799 - 16 სექტემბერი 1824:მისი სამეფო უდიდებულესობა ანგულემის ჰერცოგინია;
16 სექტემბერი 1824 - 2 აგვისტო 1830:მისი სამეფო უდიდებულესობა საფრანგეთის დოფინი და ანგულემის ჰერცოგინია;
2 აგვისტო 1830 - 2 აგვისტო 1830:მისი უმაღლესობა საფრანგეთის დედოფალი;
2 აგვისტო 1830 - 19 ოქტომბერი 1851:მისი სამეფო უდიდებულესობა მარნის გრაფინია.
გერბი
ზოგადი ცნობები:
მარი ტერეზ ფრანგის გერბი შეიქმნა მისი და ლუი ანტუან დე ბურბონის ქორწინების დღეს და იგი მას
ატარებდა გარდაცვალებამდე
სიმბოლიკა:
მარი ტერეზ ფრანგის გერბი იყოფა რამდენიმე ნაწილად: მის შუაში წარმოადგენილია დაფა, რომელის
გამოყენების ნებაც მხოლოდ დედოფლებს ან უმაღლესი რანგის სამეფო სისიხლის მქონე ადამიანებს
ჰქონდათ. დაფის ცენტრში წარმოდგენილია ორი მრგვალი გერბი, რომლებზეც გამოსახულია სამი
ფრანგული ჯვარი ლურჯ ფონზე, რაც ბურბონთა დინასტიისა და ზოგადად საფრანგეთის სიმბოლოდ
იყო აღიარებული. ის ფაქტი, რომ ეს სიმბოლო მარჯვენა გერბზეა გამოსახული ნიშნავს, რომ მარი
ტერეზი დაბადებითაა ბურბონი, მარცხენაზე წარმოდგენით კი მიგვანიშნებს რომ იგი ასევე ფრანგ
ბურბონს გაჰყვა ცოლად. ყოველივე ამის ზემოთ წარმოდგენილი საფრანგეთის სამეფო გვირგვინი კი
ცხადია იმის ნიშანია, რომ იგი ან დედოფალია ან სამეფო ოჯახის წევრი.
Susan Nagel (2009). Marie-Thérèse: The Fate of Marie Antoinette's Daughter. Bloomsbury. p. 316. ISBN 978-0-7475-9666-0.
Isabella Frances Romer (1852). Filia dolorosa, memoirs of Marie Thérèse Charlotte, duchess of Angoulême. pp. 4–6.
Castelot, chapter Mousseline la sérieuse, p. 13, (French)
Thieme, Hugo Paul (1908). Women of Modern France. 7. Philadelphia, Pennsylvania: George Barrie & Sons. Retrieved 2013-12-01.
Isabella Frances Romer (1852). Filia dolorosa, memoirs of Marie Thérèse Charlotte, duchess of Angoulême. p. 4.
Susan Nagel (2009). Marie-Thérèse: The Fate of Marie Antoinette's Daughter. Bloomsbury. p. 47. ISBN 978-0-7475-9666-0.
Campan, Madame (1823). Mémoires sur la vie de Marie-Antoinette. Paris: Nelson Éditeurs. p. 184.
Gregory Fremont-Barnes (2007). Encyclopedia of the Age of Political Revolutions and New Ideologies, 1760-1815: A-L. Greenwood Publishing Group. p. 427. ISBN 978-0-313-33446-7.
Desmond, Alice Curtis. Marie Antoinette's Daughter . NY: Dodd, Mead & Company, 1967. ISBN 0-396-05641-5.
Lenotre, G., La fille de Louis XVI, Marie-Thérèse-Charlotte de France, duchesse d'Angoulême, in Mémoires et Souvenirs sur la Révolution et l'Empire, Librairie Académique Perrin, 1908.
Nagel, Susan. Marie-Therese, Child of Terror: The Fate of Marie Antoinette's Daughter'. NY: Bloomsbury, 2008. ISBN 1-59691-057-7
Spanish TV talk show The ResistanceGenre Late-night talk show Variety show Directed byRicardo CastellaPresented byDavid BroncanoStarringRicardo CastellaJorge PonceMarcos Martínez GrisonOpening themeHail to the Chief by Prophets of RageOriginal languageSpanishNo. of seasons3No. of episodes385 (as of 17 June 2020[update])ProductionProduction locationsArlequín Theater, MadridRunning time50 minutesProduction companies El Terrat Movistar+ Original releaseNetworkMovistar+Release...
Herman NawasHerman Nawas pada 2019Lahir(1955-08-07)7 Agustus 1955Silungkang, Sawahlunto, Sumatera BaratMeninggal31 Oktober 2020 (umur 65)Padang, Sumatera BaratKebangsaan IndonesiaAlmamater STBA Prayoga Padang Universitas Andalas PekerjaanPengusahaDikenal atasPendiri Universitas Putra Indonesia “YPTK”, PadangSuami/istriZerni MelmusiAnakMuhammad Ridwan Nawas H. Herman Nawas, B.A. (7 Agustus 1955 – 31 Oktober 2020)[1] adalah seorang pengusaha Indonesia. Pada tahun 19...
Association football club in Austria For a similar names team, see 1. Wiener Neustädter SC. Not to be confused with former Austrian football champions First Vienna FC. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: 1. Wiener Neustädter SC 2008 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2016)...
New Zealand rower Dave Rodger1977 New Zealand coxless four on the Bosbaan rowing lake in AmsterdamPersonal informationBirth nameDavid Marsden RodgerBorn (1955-06-18) 18 June 1955 (age 68)Hamilton, New ZealandSpouseDianne RodgerSportSportRowing Medal record Men's rowing Representing New Zealand Olympic Games 1976 Montreal Eight World Rowing Championships 1982 Rotsee Eight 1983 Wedau Eight 1977 Amsterdam Four 1974 Lucerne Eight 1975 Nottingham Eight 1978 Karapiro Eight David Mar...
Tim VanhamelBiographieNaissance 11 décembre 1977 (46 ans)ZonhovenNationalité belgeActivités Chanteur, guitaristePériode d'activité depuis 1990Autres informationsInstruments Guitare, clavierLabel Play It Again Sam (en)Genres artistiques Rock alternatif, rock indépendantSite web (en) myspace.com/timvanhamelmusicmodifier - modifier le code - modifier Wikidata Tim Vanhamel (né le 11 décembre 1977 à Zonhoven, Belgique) est un musicien belge reconnu pour son talent[réf. ...
Park in Washington, US Lake Sammamish State ParkAerial view of Lake Sammamish State ParkLocation in the state of WashingtonShow map of Washington (state)Lake Sammamish State Park (the United States)Show map of the United StatesLocationIssaquah, Washington, U.S.Coordinates47°33′36″N 122°03′36″W / 47.56000°N 122.06000°W / 47.56000; -122.06000[1]Area512 acres (207 ha)Elevation36 ft (11 m)[1]Established1950OperatorWashington State...
Historical Gallic-Germanic tribal confederation Map with the approximate location of pre-Roman Belgic Gaul shortly before Roman conquest, according to an interpretation of Caesar Map of northeastern Gaul around 70 AD The Belgae (/ˈbɛldʒiː, ˈbɛlɡaɪ/)[1] were a large confederation[2] of tribes living in northern Gaul, between the English Channel, the west bank of the Rhine, and the northern bank of the river Seine, from at least the third century BC. They were discussed ...
District of Malaysia in KedahSik District District of MalaysiaDaerah SikOther transcription(s) • Jawiسيك • Chinese锡县 • Tamilசிக் SealLocation of Sik District in KedahSik DistrictLocation of Sik District in MalaysiaCoordinates: 5°50′N 100°45′E / 5.833°N 100.750°E / 5.833; 100.750Country MalaysiaState KedahSeatSikLocal area government(s)Sik District CouncilGovernment • District o...
У этого термина существуют и другие значения, см. Чайки (значения). Чайки Доминиканская чайкаЗападная чайкаКалифорнийская чайкаМорская чайка Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:Вторич...
Ethnic group native to East Asia This article is about the East Asian ethnic group. For other uses, see Mongols (disambiguation). Not to be confused with Mongolic peoples. MongolsМонголчуудMoŋğolçuudᠮᠣᠩᠭᠣᠯᠴᠤᠳA Mongol woman seated for a portraiture, 1921Total populationc. 10 millionRegions with significant populations China (Inner Mongolia)6,290,204[1] Mongolia3,046,882[2] Russia651,355[3] South Korea37,963[4]...
内華達州 美國联邦州State of Nevada 州旗州徽綽號:產銀之州、起戰之州地图中高亮部分为内華達州坐标:35°N-42°N, 114°W-120°W国家 美國建州前內華達领地加入聯邦1864年10月31日(第36个加入联邦)首府卡森城最大城市拉斯维加斯政府 • 州长(英语:List of Governors of {{{Name}}}]]) • 副州长(英语:List of lieutenant governors of {{{Name}}}]])喬·隆巴爾多(R斯塔...
This article's plot summary may be too long or excessively detailed. Please help improve it by removing unnecessary details and making it more concise. (September 2015) (Learn how and when to remove this message) This article contains wording that promotes the subject in a subjective manner without imparting real information. Please remove or replace such wording and instead of making proclamations about a subject's importance, use facts and attribution to demonstrate that importance. (June 2...
This article is about the academic field of music history. For an overview of music, see history of music. For the album, see Musical History. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Music history – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2021) (Learn how and when to remove this message) ...
نظام إدارة الرحلة في الطائرة[1] (بالإنجليزية: Flight management systems) ويعرف أيضا باختصار FMS هو أحد أهم أنظمة إلكترونيات الطيران لكفائته العالية من خلال حفظ الكثير من الأعباء بالنسبة لعمل جميع الطيارين حول العالم، أما بالنسبة للطائرات العسكرية فقد أتاح هذا النظام تشغيل طاقم وا�...
Selection of the Democratic Party nominee 1980 Democratic Party presidential primaries ← 1976 January 21 to June 3, 1980 1984 → 3,346 delegates to the 1980 Democratic National Convention1,674 delegates votes needed to win Candidate Jimmy Carter Ted Kennedy Home state Georgia Massachusetts Delegate count 1,984 [a][1] 1,237 [b][2] Contests won 37 13 Popular vote 10,043,016 7,381,693 Percentage 51.1% 37.6% First pla...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يوليو 2019) فرد غالاغير معلومات شخصية الميلاد 16 أبريل 1952 (72 سنة) بلفاست مواطنة المملكة المتحدة الحياة العملية المهنة مساعد سائق [لغات أخرى] اللغات ...
منطقة نغورونغورو المحمية البلد تنزانيا الموقع الرسمي الموقع الرسمي معرض صور منطقة نغورونغورو المحمية - ويكيميديا كومنز تعديل مصدري - تعديل وحيدا قرنٍ أسودان في فوهة نجورونجورو. من داخل فوهة نجورونجورو. منطقة نجورونجورو المحمية (بالإنجليزية: NCA)...
Ben NevisBeinn NibheisBen Nevis dari Banavie.Titik tertinggiKetinggian1.344 m (4.409 ft)Puncak1.344 m (4.409 ft)Tertinggi di Kepulauan BritaniaPenamaanNama terjemahanPegunungan beracun atau pegunungan dengan puncak di awan (Gaelik Skotlandia)GeografiBen NevisScotlandLetakLochaber, SkotlandiaGrid OSNN166712Peta topografiOS Landranger 41, Explorer 392PendakianPendakian pertama17 Agustus 1771, oleh James RobertsonRute termudahJalan kaki Ben Nevis (bahasa Gaelik Skotlandia...
1971 musical For the 1978 film based on the musical, see Grease (film). GreaseOriginal Broadway cast recordingMusic Jim Jacobs Warren Casey Lyrics Jim Jacobs Warren Casey John Farrar Book Jim Jacobs Warren Casey Productions1971 Chicago1972 Broadway1973 West End1979 West End revival1993 West End revival1994 Broadway revival1994 US tour2001 West End revival2002 West End revival2007 West End revival2007 Broadway revival2008 US tour2017 UK tour2022 West End revival2023 West End revival Grease is ...
2012–13 Arizona Wildcats men's basketballDiamond Head Classic championsNCAA tournament, Sweet SixteenConferencePac-12 ConferenceRankingCoachesNo. 14APNo. 21Record27–8 (12–6 Pac-12)Head coachSean Miller (4th season)Assistant coaches James Whitford Joe Pasternack Emanuel Richardson Home arenaMcKale CenterSeasons← 2011–122013–14 → 2012–13 Pac-12 Conferencemen's basketball standings Conf Overall Team W L PCT W L PC...