ლუი XV

ლუი XV
საფრანგეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1715
მმართ. დასასრული: 1774
წინამორბედი: ლუი XIV
მემკვიდრე: ლუი XVI
რეგენტი: ფილიპ II ორლეანელი
(1715—1723)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 თებერვალი, 1710
დაბ. ადგილი: ვერსალი
გარდ. თარიღი: 10 მაისი, 1774 (64 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი
მეუღლე: მარია ლეშჩინსკა
შვილები: ლუიზა ელიზაბეტი, პარმის ჰერცოგინია
ანა ანრიეტა ფრანგი
ლუი, საფრანგეთის დოფინი
მარი ადელაიდა, ლუვუას ჰერცოგინია
ვიქტორია ფრანგი
სოფი, ლუვუას ჰერცოგინია
ლუიზა, სენ დენის აბატი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი, საფრანგეთის დოფინი
დედა: მარია ადელაიდა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი XV დე ბურბონი (ფრანგ. Louis XV de Bourbon; დ. 15 თებერვალი, 1710, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 10 მაისი, 1774, ვერსალი, საფრანგეთი) — საფრანგეთის და ნავარის მეფე 1715-1774 წლებში. ლუი XIV-ის შვილთაშვილი. მისი მამა, ლუი დე ბურბონი 1712 წელს გარდაიცვალა, ხოლო პაპა 1711 წელს. ლუი XIV-მ თავის მემკვიდრედ სწორედ ის დაასახელა. 1715 წელს, საფრანგეთის სამეფო ტახზტზე აიყვანეს 5 წლის ასაკში. 1723 წლამდე საფრანგეთს მართავდა რეგენტი - ლუი XIV-ის ძმისშვილი, ჰერცოგი ფილიპ II ორლეანელი. მეფის სრულწლოვანების შემდეგ კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ ჰერცოგი ბურბონი (1723-1726 წწ.) და მეფის ყოფილი აღმზრდელი, კარდინალი ფლერი (1726-1743 წწ.). 1725 წელს ლუი XV-მ ცოლად შეირთო მარი ლეშჩინსკა (სტანისლავ ლეშჩინსკის ქალიშვილი). ლუი XV-ის ცხოვრების დევიზი იყო: „ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულა“. მეფე გართული იყო ნადირობით, ქეიფით, ბანქოს თამაშით. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ მეფის ფავორიტი ქალები (მარკიზა პომპადური; გრაფინია დიუბარი). ლუი XV-ის მეფობის დროს ომებით გადაღლილი საფრანგეთი ძლიერ დასუსტდა და გაკოტრდა. მნიშვნელოვანი წარუმატებლობა განიცადა საგარეო პოლიტიკის სფეროშიც. 1774 წელს ლუი XV გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟის, ლუის შვილი, ლუი XVI ავიდა.

ლიტერატურა