რობერტინებირობერტელთა ოჯახის სახელწოდება წარმოდგება საკუთარი სახელი რობერტისგან, რომელსაც ბევრი მისი წარმომადგენელი ატარებდა[1]. ამ ფრანკი დიდგვაროვნების ძალაუფლება განმტკიცებული იყო ნოისტრიაში. დინასტია ცნობილია არა იმდენად სამეფო მდგომარეობის არამდგრადობით, რამდენადაც „უნარით, უარი თქვან გვირგვინზე რათა განიმტკიცონ საკუთარი პოზიცია“[2] სამეფოში და მართონ ფაქტობრივად. ტახტზე ავიდა ოჯახის სამი წევრი: ედი, იგივე ოდონი 888 წელს, მისი ძმა რობერტ I 922 წელს და ამ უკანასკნელის შვილიშვილი ჰუგო კაპეტი 987 წელს. მისი შთამომავლები იწოდებიან კაპეტინგებად და უწყვეტად მეფობდნენ საფრანგეთში 987-დან 1792 წლამდე (805 წლის განმავლობაში). შემდეგ, 1815–1848 წლებში (33 წლის განმავლობაში). ასევე 888–1848 წლებში რობერტინების ოჯახი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს თამაშობდა საფრანგეთში. რობერტინების ისტორია და გენეალოგიარობერტინების ოჯახის წარმოშობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, რამაც ხელი შეუწყო მრავალი ვარაუდის გავრცელებას. არსებობს ვერსია, რომ რობერტ ძლიერი იყო შილდებრანის აგანტური შთამომავალი, მაგრამ ეს თეორია ამჟამად უარყოფილია. XX საუკუნეში რამდენიმე ისტორიკოსის შრომებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა რამდენიმე თეორია, რომლებიც შესაძლოა იყოს სარწმუნო. კაპეტინგების წინაპრები აყალიბებენ ოჯახურ ჯგუფს უკანასკნელი მეროვინგების მომსახურე პირებთან ერთად. სურათზე წარმოდგენილი დაფა კიდევ ერთი მტკიცებულებაა რობერტინების საგვარეულო ხაზთან დაკავშირებული მოსაზრებისა. სქოლიო
Information related to რობერტინები |