კრისტიან ეიკმანი (ნიდერლ. Christiaan Eijkman; დ. 11 აგვისტო, 1858, ნეიკერკი, ნიდერლანდები, — გ. 5 ნოემბერი, 1930, უტრეხტი) — ნიდერლანდელი ექიმი და პათოლოგი. მან დაადგინა, რომ დაავადება ბერი-ბერის მიზეზი არასათანადო კვება იყო, რასაც ვიტამინების აღმოჩენა მოჰყვა. 1929 წელს ფრედერიკ ჰოპკინზთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ბიოგრაფია
დაამთავრა ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1883). სამედიცინო ოფიცრად მსახურობდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (1883-1885), შემდეგ ბაქტერიოლოგ რობერტ კოხთან მუშაობდა ბერლინში. 1886 წელს იავაში დაბრუნდა ბერი-ბერის მიზეზების შესასწავლად. 1888 წელს დაინიშნა ბატავიაში (ახლანდ. ჯაკარტა) იავის სამედიცინო სასწავლებლის პათოლოგიური ანატომიისა და ბაქტერიოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად. 1897 წელს ლაბორატორიული ფრინველების პოლინევრიტის მრავალწლიანმა შესწავლამ ეიკმანი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბერი-ბერის დროს განვითარებული მსგავსი პრობლემის მიზეზი არასათანადო კვება — დამუშავებული ბრინჯის სიჭარბე იყო, თუმცა მის უშუალო მიზეზად ნაწლავური მიკროორგანიზმის ცხოველმყოფელობის ტოქსიკური პროდუქტი ივარაუდა. 1901 წელს ეიკმანის მემკვიდრემ ბატავიაში, გერიტ გრიინსმა დაადგინა, რომ ბერი-ბერის მიზეზი საკვებში საჭირო ნივთიერების დეფიციტი იყო. შემდგომი კვლევებით ეს ნივთიერება ვიტამინი B1 (თიამინი) აღმოჩნდა. 1896 წელს ეიკმანი ნიდერლანდებში დაბრუნდა და 1928 წლამდე უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|