ჯოზეფ ერლანგერი (ინგლ. Joseph Erlanger; დ. 17 იანვარი [ძვ. სტ. 5 იანვარი], 1874, სან-ფრანცისკო — გ. 5 დეკემბერი, 1965, სენტ-ლუისი) — ამერიკელი ფიზიოლოგი. 1895 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი. მუშაობდა პროფესორად ჯონ ჰოპკინზის, მედისონის, ვაშინგტონის, სენტ-ლუისის და სხვა უნივერსიტეტების ფიზიოლოგიურ კათედრაზე. 1910 წელს განაგებდა ფიზიოლოგიურ კათედრას ვაშინგტონის უნივერსიტეტში. შეისწავლა და დაადგინა ნერვულ ბოჭკოების მკაფიოდ განსხვავებული ინდივიდუალური თავისებურებანი და გამოყო მათი 3 ტიპი (A, B, C), რომლებიც განსხვავდებიან ერთიმეორისაგან გაღიზიანების ზღურბლით, აგზნების გატარების სიჩქარით და რაქტერული ფაზების ხანგრლივობით. ამ აღმოჩენისათვის ჯოზეფ ერლანგერს ჰერბერტ გესერთან ერთად 1944 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
ლიტერატურა
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|