სტალინგრადის ბრძოლის დროს დონის ფრონტის ჯარებმა როკოსოვსკის სარდლობით კონტრშეტევის დროს სტალინგრადის და სამხრეთ-დასავლეთისფრონტებთან ერთად გაარღვიეს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და მდინარეების დონსა და ვოლგას შორის ალყაში მოაქციეს გერმანელთა დაჯგუფება საერთო ოდენობით 330ათასი სამხედრო,ხოლო1943- ის დასაწყისში ალყაშემორტყმულ დაჯგუფებას ლიკვიდაცია გაუკეთეს.
კურსკის ბრძოლაში როკოსოვსკიმ, რომელიც სარდლობდა ცენტრალურ ფრონტს გამოიჩინა თავი როგორც სამხედრო ხელოვნების მცოდნემ, გერმანული ჯარების შეტევის მოგერიებისას, ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგის განადგურებისას კონტრშეტევის დროს.
1945-1949- ომის შემდეგ ჩრდ. ჯგუფის ჯარების მთავარსარდალი.
1949-ოქტომბერი- პოლონეთის მთავრობის თხოვნით და საბჭოთა მთავრობის ნებართვით როკოსოვსკი დაინიშნა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრად და პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მას მიენიჭა პოლონეთის მარშლის წოდება. არჩეულ იქნაპოლონეთის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად და სეიმის დეპუტატად.
1956- სსრკ -ში დაბრუნების შემდეგ სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
1957- ივლისი მთავარი ინსპექტორი,სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
1957-ოქტომბერი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.
1958-1962სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სსრკ თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი.
1962- აპრილისსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფში.
სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1961)-დან. სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1946-49) და (1958)-ან.