იულიუს ნეპოტიანუსი (ლათ. Iulius Nepotianus; დ. უცნობია — გ. 30 ივნისი, 350) — რომის უზურპატორი იმპერატორი 350 წლის 3 ივნისიდან 30 ივნისამდე. კონსტანტინიანების დინასტიის წარმომადგენელი. მართავდა ქალაქ რომს 28 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მოკლა მეორე უზურპატორმა მაგნეციუსმა.
ნეპოტიანუსი იყო იმპერატორი კონსტანციუს I ქლორუსის შვილის, ეუტროპიას და ვირიუს ნეპოტიანუსის შვილი. ნეპოტიანუსის დაბადების თარიღი უცნობია.
ლიტერატურა