მარკუს სალვიუს ოტონი (ლათ. Marcus Salvius Otho) (დ. 25 აპრილი, 32 — გ. 16 აპრილი, 69)— რომის იმპერატორი 69 წლიდან. იყო ნერონის მეგობარი, იძულებული იყო მისთვის დაეთმო ცოლი პოპეა საბინა. ვიტელიუსთან ბრძოლაში დამარცხებულმა თავი მოიკლა.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ოტონი