ძალაუფლება ხელთ იგდო მას შემდეგ, რაც თავისი ქალიშვილი ახალგაზრდა იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტზე დააქორწინა (919 წ.). ერთი წლის შემდეგ იგი ბიზანტიის მმართველია. რომანოზ I-მა თანამმართველად თავისი შვილები სტეფანე და კონსტანტინე გამოაცხადა. 934 და 943 წლების ნოველებით (აგრარული კანონმდებლობა) რომანოზ I კლასობრივი ბრძოლის შენელებას ცდილობდა. წარმატებით ებრძოდა არაბებს. რომანოზ I საკუთარი შვილების შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ტახტიდან ჩამოაგდეს და კ. პროტიზე გადაასახლეს, სადაც მალე გარდაიცვალა.