კონსტანციუს II (ფლავიუს იულიუს კონსტანტინე, ლათ. Flavius Julius Constantius; დ. 7 აგვისტო, 317, სირმიუმი — გ. 3 ნოემბერი, 361, მოპუსკრენა, კილიკია) — რომის იმპერატორი 337-361 წლებში, ათჯერ კონსული.[1]
ცხოვრება
კონსტანტინე I დიდის შვილებს შორის იმპერიის დაყოფის შემდეგ (337 წელი) წილად ხვდა აზია და ეგვიპტე, მოგვიანებით ბალკანეთის ნახევარკუნძულიც (339 წელი). ძმების დაღუპვის (კონსტანტინე II — 340, კონსტანტი — 350 წელი) და უზურპატორის დამარცხების შემდეგ აღადგინა იმპერიის მთლიანობა და 353 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა მას. ცდილობდა კონსტანტინოპოლის ამაღლებას რომზე. მისის სასახლის კარი გამოირჩეოდა ბრწყინვალებით, გაძლიერდა ბიუროკრატია. შეიქმნა ჯაშუშების ფართო ქსელი. იმპერატორი მხარს უჭერდა არიანელობას. გააუქმა წარმართული ტაძრები, აკრძალა მსხვერპლთშეწირვა. გარდაიცვალა სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს.
კონსტანციუსის შემდეგ იმპერატორი გახდა იულიანე განდგომილი.
ლიტერატურა
სქოლიო