ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ვარსკვლავების აკადემია}}
ვარსკვლავების აკადემია — ენდემოლის მიერ დადგმული წარმატებული სატელევიზიო შოუს ფორმატი, რომელიც აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს - რეალურ შოუსა და საკონცერტო სანახაობას.
შოუს შესახებ
ფორმატი
მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ვარსკვლავების აკადემიის უამრავი ვერსია. ყოველ ქვეყანას შოუს საკუთარი ვარიანტი გააჩნია, თუმცა ფორმატი ყველგან საერთოა: კონკურსანტები გარკვეული დროით დახურულ სასწავლებელში ცხოვრობენ. ამ სასწავლებელს ”აკადემია” ეწოდება და იმართება დირექტორის მიერ. მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა სახის არტისტულ დისციპლინებში წვრთნიან. მაყურებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს კონკურსანტთა აკადემიაში ცხოვრებას დღისა და ღამის განმავლობაში (კამერების იდეა გადმოღებულია ენდემოლისავე ცნობილი რეალური შოუდან ”Big Brother”). კვირაში ერთხელ მონაწილეები პრაიმ-ტაიმ შოუზე ასრულებენ მთელი კვირის მანძილზე მომზადებულ სასიმღერო ნომრებს, აქვე აჯამებენ უკანასკნელი კვირის განმავლობაში ”აკადემიაში” მიღწეულ წარმატებებსა და მარცხს. ხშირად პროექტი ცნობად სახეებს იწვევს და კონკურსანტებს მათთან ერთად სიმღერის საშუალებას აძლევს. კვირაში ერთხელ, მაყურებელთა ხმის მიცემის შედეგებითა და ჟიურის გადაწყვეტილებით ყველაზე სუსტი მონაწილე პროექტს ტოვებს. გამარჯვებული კი ჯილდოვდება საკუთარი CD-თ, ჩვეულებრივ გარკვეული ოდენობის თანხითაც.
ისტორია
პროექტის იდეა ეკუთვნის ესპანურ პროდუქციულ კომპანიას Gestmusic, რაც წარმოადგენს ენდემოლის ესპანურ განშტოებას. საფრანგეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სატელევიზიო საშუალებით შოუს გავრცელება წამოიწყო 2001 წლის 20 ოქტომბერს. ორი დღის შემდგომ კი Operación Triunfo (პროექტის სახელწოდება ესპანურენოვან ქვეყნებში) ესპანეთმაც გადასცა.
მას შემდგომ, ვარსკვლავების აკადემიის ფენომენმა სწრაფი გზით გავრცელება იწყო და განსაკუთრებით დიდ პოპულარობას მიაღწია ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა საფრანგეთი და რუსეთი.
დღეისათვის ვარსკვლავების აკადემია ”Big Brother”-ის შემდგომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რეალური შოუა. მას გადასცემენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, არაბული სამყარო, აშშ. ის პირველი ესპანური ფორმატია, რაც ამ სახელმწიფოებმა აითვისეს. შოუ ემსგავსება ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიცაა ”Idol”, მათ შორის განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ აკადემია, Idol-ისგან განსხვავებით, აშუქებს მონაწილეების პერსონალურ ცხოვრებას, მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.
ვარსკვლავების აკადემია სასიმღერო კონკურსია, რომელსაც ყოველ კვირას მაყურებელთა ხმის უმცირესობის მფლობელი კონკურსანტი ეთიშება, პროექტი კი გრძელდება მანამ, სანამ მაყურებელი ერთადერთ გამარჯვებულს არ გამოავლენს.
სეზონი 1, 2003-2004: Mohamed Attia
სეზონი 2, 2004-2005: Hisham Abdulrahman
სეზონი 3, 2005-2006: Joseph Attieh
სეზონი 4, 2006-2007: Shatha Hassoun
სეზონი 5, 2007-2008: Nader Quirat
სეზონი 6, 2009: მიმდინარე სეზონი
სეზონი 1, 2001-2002: ჟენიფერ ბარტოლი
სეზონი 2, 2002: ნოლუენ ლერუა
სეზონი 3, 2003: ელოდი ფრეჟე
სეზონი 4, 2004: გრეგორი ლემარშალი
სეზონი 5, 2005: მაგალი ვაე
სეზონი 6, 2006: სირილ სინელიუ
სეზონი 7, 2007-2008: კანტენ მოსიმანი
სეზონი 8, 2008: მიკელ რეა
სეზონი 1, 2002-2003: Notis Christodoulou
სეზონი 2, 2004: კალომოირა სარანტი
სეზონი 3, 2004-2005: პერიკლეს სტერგიანოუდესი
სეზონი 4, 2006-2007: ლეონიდას ბალაფასი
სეზონი 1, 2002: "კორნი"
სეზონი 2, 2003: პოლინა გაგარინა
სეზონი 3, 2003: ნიკიტა მალინინი
სეზონი 4, 2004: ირინა დუბცოვა
სეზონი 5, 2004: ვიქტორია დაინეკო
სეზონი 6, 2006: დიმიტრი კალდუნი
სეზონი 7, 2007: ანასტასია პრიხოდკო
სეზონი 8, 2009: დამდეგი სეზონი