ერევნის კასკადი (სომხ. Կասկադ) — გრანდიოზული კიბე სომხეთის დედაქალაქ ერევანში. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის კენტრონის დაბლობ არეალსა და მეზობლობის მონუმენტს. არქიტექტორების: ჯიმ ტოროსიანის, ასლან მხითარიანისა და სარგის გურზადიანის მიერ დაპროექტებული კონსტრუქციის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა.
კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია წყვილი ესკალატორი, რომლებიც კომპლექსს მთელ სიგრძეზე გასდევენ. კასკადის ექსტერიერი საფეხურების გარდა მოიცავს რამდენიმე დონეს, რომლებზეც შადრევნები და ქანდაკებებია განთავსებული. კიბე ფეხით მოსიარულეებს ხელს უწყობს დაინახონ ცენტრალური ერევანი და არარატის მთა.
ისტორია
მშენებლობა დაიწყო 1971 წელს, საბჭოთა პერდში. პირველი ფაზა დასრულდა 1980 წელს. ნაგებობის შემდგომი განვითარება 2002-2009 წლებში მოხდა, როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში კომპლექსი სომხური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენს ჯერარდ გაფესჯიანს გადაეცა და მას სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დაიგეგმა მის თავზე დიდი სამუზეუმო კომპლექსის აშენება. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დაიწყო, იგი ადრეულ ეტაპზევე გაიყინა და წლების განმავლობაში აღარ განახლებულა.
გალერეა
-
პარკი
-
პირველი დონე
-
მეორე დონე
-
მესამე დონე
-
მეოთხე დონე
-
მეხუთე დონე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ისტორიული ძეგლები და აღსანიშნავი ღირსშესანიშნაობები | |
---|
| ბუნება და პარკები | |
---|
| გართობა და დასვენება | |
---|
| კულტურა და ხელოვნება | |
---|
| მუზეუმები | |
---|
| განათლება | |
---|
| მეცნიერება, კვლევები და ტექნოლოგიები | |
---|
| სპორტი | |
---|
| ტრანსპორტი | |
---|
| სკვერები, ქუჩები და ხიდები | |
---|
| მთავრობა | |
---|
| ეკონომიკა | |
---|
| უბნები | |
---|
| |
|