ერევნის ცირკი (სომხ.Երևանի կրկես) — ცირკისომხეთის დედაქალაქ ერევანში. დაარსდა 1930-იან წლებში. მთლიანად გარემონტდა 1962 წელს და დაანგრიეს 2012 წლის სექტემბერში. ცირკის ახალი შენობის გახსნა 2014 წლისათვის იყო დაგეგმილი.
ცირკის თავდაპირველი შენობა ხის იყო და 1930-იან წლებში აშენდა. 1939 წელს ნიკოღაიოს ბუნიათიანმა ააგო ახალი, 800 მაყურებელზე გათვლილი შენობა. 1962 წელს იგი მთლიანად გარემონტდა ვაღარშაკ ბელუბეკიანის პროექტის მიხედვით. მისი ტევადობა 700 კაცამდე შემცირდა.[1] შენობა ამის შემდეგ აღარ განახლებულა.[2][3]
2005 წლის აგვისტოში მოხდა ცირკის გასხვისება და მისი მფლობელი ცირკის კოლექტივი გახდა სოს პეტროსიანის ხელმძღვანელობით. 2011 წელს მოსკოვში მოღვაწე სომეხმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ მისი ტაშირ ჯგუფი ცირკის განსაახლებლად 150 მილიონი სომხური დრამისათვის[1][2] $10 მილიონის ინვესტიციას განახორციელებდა.[1]
2011 წლის აგვისტოში ტაშირ ჯგუფმა სარემონტო სამუშაოები დაიწყო,[4] თუმცა, მოგვიანებით, გადაწყდა, დაენგრიათ შენობა და მის ადგილას ახალი აეშენებინათ, რადგან ძველი განახლებას არ ექვემდებარებოდა.[5] ცირკის სახურავის დემონტაჟი განახორციელეს 2012 წლის 21 ივლისს.[2][4] რამდენიმე თვის შემდეგ, 2012 წლის 8 სექტემბერს მთელი შენობა დაანგრიეს.[6][7] დემონტაჟის პროცესს ხელმძღვანელობდა სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.
ცირკის ცხოველები, ამჟამად, დროებით, ერევნის ზოოპარკში იმყოფებიან.[4]
ცირკის ახალი შენობა 1700-დან 2000-მდე მაყურებელს დაიტევს.[1] ასევე, აშენდება ახალი მიწისქვეშა ავტოსადგომი.[3]