წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი (სომხ. Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ մայր եկեղեցի), ასევე, ცნობილი როგორც ერევნის კათედრალი — სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უდიდესი ტაძარი ამჟამად და სომხეთის უდიდესი კათედრალი. მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევნის კენტრონის რაიონში (ცენტრალური რაიონი) და ითვლება სამხრეთი კავკასიის ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ ნაგებობად წმინდა სამების საკათედრო ტაძართან ერთად. ტაძარი ანდრანიკ ზორავარის მეტროსადგურის მახლობლად დგას და ერევნის მრავალი წერტილიდან ჩანს.
ისტორია
ტაძარი აშენდა კათოლიკოს ვაზგენ I-ის ინიციატივით. მისი მშენებლობა დაიწყო 1997 წლის 7 აპრილს კათოლიკოს გარეგინ I-ის მიერ საფუძვლის საკურთხებლად აღვლენილი წირვის შემდეგ.[1] ტაძრის კომპლექსი დააპროექტა არქიტექტორმა სტეპან კურკჩიანმა. მშენებლობა დასრულდა 2001 წელს.
საკათედრო ტაძრის ეკურთხა 2001 წლის 23 სექტემბერს სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.[1] ტაძარში განთავსებულია გრიგოლ განმანათლებლისა და წმინდა გრიგორის წმინდა ნაწილები, რომლებიც აქ იტალიიდან, ნეაპოლიდან ჩამოასვენეს. ტაძრის კურთხევიდან მალევე მას პაპი იოანე პავლე II ეწვია.
არქიტექტურა
გრანდიოზული კათედრალი სამი ეკლესიის შემცველი კომპლექსია: კათედრალი (მთავარი ტაძარი), რომელიც 1 700 ადამიანს იტევს, მეფე თრდატ III-სა და დედოფალ აშხენის ტაძრები (ორივე 150 აგილიანი). ამ ორმა სამეფო ფიგურამ წმინდა გრიგოლს სომხეთის გაქრისტიანების საქმეში გადამწყვეტი დახმარება გაუწია. კათედრალის შესასვლელთან დგას სამრეკლო კოშკი (რომელიც 30-ზე მეტ თაღს მოიცავს) და სასამართლო.
კომპლექსის საერთო ფართობია 3 822 კვადრატული მეტრი, ხოლო სიმაღლე მიწიდან ჯვრის წვერამდე 54 მეტრია.[2]
კომპლექსის მთავარი ტაძარი აშენდა ალექსანდრე მანუკიანისა და ლუიზა მანუკიან სიმონეს შემოწირულობებით მათი გარდაცვლილი მამის, ქველმოქმედის, მეწარმისა და AGBU-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალექს მანუკიანისა და მისი ცოლის მერი მანუკიანის მოსახსენებლად.[1] მეორე მხრივ, დანარჩენი ორი ეკლესია აშენდა ნაზარ და არტემის ნაზარიანებისა და ლინდა გეორქიანის, ხოლო სამრეკლო — ედუარდო ერნეკიანის შემოწირულობებით.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ისტორიული ძეგლები და აღსანიშნავი ღირსშესანიშნაობები | |
---|
| ბუნება და პარკები | |
---|
| გართობა და დასვენება | |
---|
| კულტურა და ხელოვნება | |
---|
| მუზეუმები | |
---|
| განათლება | |
---|
| მეცნიერება, კვლევები და ტექნოლოგიები | |
---|
| სპორტი | |
---|
| ტრანსპორტი | |
---|
| სკვერები, ქუჩები და ხიდები | |
---|
| მთავრობა | |
---|
| ეკონომიკა | |
---|
| უბნები | |
---|
| |
|