ერებუნის მუზეუმი (სომხ. Էրեբունու թանգարան, Ērebunu t'angaran) — ერევანის ერთ-ერთი ისტორიული მუზეუმი. მდებარეობს არინ-ბერდის ბორცვზე, ურარტუს ქალაქ ერებუნთან ახლოს. მუზეუმში დაცულია 1950-1959 წლების არქეოლოგიური გათხრების დროს ერებუნში და 1939-1958 წლებში თეიშებაინში, კარმირ-ბლურზე აღმოჩენილი მრავალი ექსპონანტი. მუზეუმი გაიხსნა 1968 წელს ქალაქ ერებუნის დარსებიდან 2750-ე წლის თავზე.
უფრო მეტად ღირებული ნივთები, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, მათ შორის ღმერთ თეიშებას ქანდაკება, გადატანილია ისტორიულ მუზეუმში — ქვეყნის უმთავრეს მუზეუმში, ხოლო ერებუნში გამოფენილია მათი ასლები. მუზეუმის ყველაზე ღირებული ნივთია 23 ფილა ლურსმული დამწერლობით.
მუზეუმის შემადგენლობაში შედის არინ-ბერდის ბორცვზე მდებარე ერებუნის ციხესიმაგრე.
გალერეა
ლიტერატურა
- Каталог археологических предметов музея «Эребуни», издательство Управления по охране памятников истории и культуры Республики Армения, Ереван, 2002 ISBN 99930-2-535-6
|
---|
| ისტორიული ძეგლები და აღსანიშნავი ღირსშესანიშნაობები | |
---|
| ბუნება და პარკები | |
---|
| გართობა და დასვენება | |
---|
| კულტურა და ხელოვნება | |
---|
| მუზეუმები | |
---|
| განათლება | |
---|
| მეცნიერება, კვლევები და ტექნოლოგიები | |
---|
| სპორტი | |
---|
| ტრანსპორტი | |
---|
| სკვერები, ქუჩები და ხიდები | |
---|
| მთავრობა | |
---|
| ეკონომიკა | |
---|
| უბნები | |
---|
| |
|