სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (სომხ. Հայաստանի Ազգային Գրադարան (?·i)) — ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა სომხეთის დედაქალაქ ერევანში. დაარსდა 1832 წელს, როგორც ერევნის სახელმწიფო გიმნაზიის ნაწილი. ბიბლიოთეკა მთელი რესპუბლიკის კულტურულ საცავს წარმოადგენს.
ბიბლიოთეკის ამჟამინდელი შენობა 1939 წლით თარიღდება და მდებარეობს კენტრონის რაიონში, თერიანის ქუჩაზე. იგი დააპროექტა არქიტექტორმა ალექსანდრე თამანიანმა შვიდი მილიონი წიგნის დასატევად. 1925-1990 წლებში ბიბლიოთეკა ალექსანდრე მიასნიკიანის სახელს ატარებდა.
ამჟამად, ბიბლიოთეკის ფონდი 6,6 მილიონ წიგნს მოიცავს.[2]
უძველესი ნიმუშები
- ბიბლიოთეკის უძველესი ნაბეჭდი წიგნია ურბატაგირკი, გამოცემულია ვენეციაში 1512 წელს.[3]
- ბიბლიოთეკის უძველესი რუკა თარიღდება 1695 წლით, გამოცემულია ამსტერდამში.
- ბიბლიოთეკის უძველესი გაზეთია აზდარარი, გამოცემულია ჩენაიში 1794 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ისტორიული ძეგლები და აღსანიშნავი ღირსშესანიშნაობები | |
---|
| ბუნება და პარკები | |
---|
| გართობა და დასვენება | |
---|
| კულტურა და ხელოვნება | |
---|
| მუზეუმები | |
---|
| განათლება | |
---|
| მეცნიერება, კვლევები და ტექნოლოგიები | |
---|
| სპორტი | |
---|
| ტრანსპორტი | |
---|
| სკვერები, ქუჩები და ხიდები | |
---|
| მთავრობა | |
---|
| ეკონომიკა | |
---|
| უბნები | |
---|
| |
|