სოფლის განაპირას, მდინარის პირზე, დგას X საუკუნის წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის ქვემო უბანში, მოქმედ სასაფლაოზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია. შემორჩენილ საფლავის ქვათაგან გამოირჩევა ყოჩის ქანდაკება, რომელსაც ზურგზე ეკლესია ადგას. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაბაწყურისკენ მიმავალი გზის პირას, კიდევ ერთი ნაეკლესიარის — „მაცხოვრის" — ბუდეა.