ჭობისხევი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირის თემში. მდებარეობს მდინარე ჭობისხევის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ბორჯომიდან 13 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი, ჰიდროელექტროსადგური.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 745 ადამიანი.[1]
სოფელში ცხოვრობენ: გოგოლაძეები, სამსონაშვილები, სარალიძეები, მახარაშვილები, მეხრიშვილები, მაისურაძეები, ოქროპირიძეები და ხელისუფალები. არიან სხვა გვარებიც. [წყარო არ არის მითითებული 526 დღე]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
857[2]
|
2014 |
745
|
ლიტერატურა
სქოლიო