მზეთამზე — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ბორჯომიდან 18 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 346 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
380[2]
|
2014 |
346
|
ლიტერატურა
სქოლიო