ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი[4]) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, კლუბი.
ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფლის შესახებ წერს:
|
„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“
|
|
|
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
254[5]
|
2014 |
235
|
ტიმოთესუბნის მონასტერი
სოფელში დგას XII-XIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, შალვა ახალციხელის ხელშეწყობით აშენებული ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული თავად შალვა ახალციხელიც. აქვე არის მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული.
ლიტერატურა
სქოლიო