გულის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1]
მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მწვერვალ უშბის სამხრეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე დოლრის მარცხენა შენაკად გულიჭალას. სიგრძე 2,5 კმ, ფართობი 1,6 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2870 მ სიმაღლემდე.[2]
სქოლიო