სხვადასხვა მონაცემებით, გერმანიკულ ენებს მშობლიურად მიიჩნევს ამ ენებზე დაახლოებით 700 მილიონ მოლაპარაკეთაგან 500 მილიონი კაცი, ხოლო დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ამ ენათაგან ერთ-ერთს სასაუბრო, ან ე.წ. მეორე ენად გამოიყენებს.
გერმანიკული ენები მსოფლიოს ენათა შორის
ენებისა და დიალექტების ურთიერთდიფერენცირების პრობლემა
უპირველეს ყოვლისა, გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ
თვითონ ენათმეცნიერებაში არ არსებობს რაიმე ზუსტი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამდენადაა უცნობი, სულ მაინც რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე.
საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც
1. სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის.
- ამის მაგალითად გამოდგება გერმანული ენის (ბავარიული, შვაბური) დიალექტები, ანდა იტალიური, ან ესპანური ენების დიალექტები.
2. არსებობს სხვადასხვა ენები, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა მონათესავე ენებზე მოლაპარაკეთათვის.
არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი;
1. ენების დიფერენციაცია მდებარეობის მიხედვით, ან გამო.
2. ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო.
ენებად დიფერენცირება მდებარეობის მიხედვით
ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; (1.) სპარსულიირანში და ტაჯიკურიტაჯიკეთში; (2.) ხორვატულიხორვატიაში და სერბულისერბეთში.
ენებად დიფერენცირება სიშორის მიხედვით
ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) რუსული და ჩეხური; (2.) ნორვეგიული და აფრიკაანსი.
მონათესავე ენები შეადგენენ ენათა ოჯახებს. ეს ოჯახები ძალიან განხსვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მოლაპარაკეთა რაოდენობის, ასევე ენათა რაოდენობის მიხედვით. არის ე.წ. „გიგანტი-ოჯახები“, რომლებზე მოსაუბრეთა რიცხვი ასეულ მილიონს მოითვლის, არის აგრეთვე ე.წ. „ჯუჯა-ოჯახები“. უფრო მეტიც, მსოფლიოში არის ცალკეული ენები, რომლებიც არცერთ სხვა ენას არ ენათესავებიან. (მაგ.; ქაშმირში არსებული (ე.წ. იზოლირებული) ბურუშასკი ენა (Burushaski).
მცირე ცნობები ბურუშასკი ენის შესახებ მოლაპარაკეთა რიცხვი 55 000 კაცს შეადგენს და დაიყოფა მინიმუმ ორ, - ხუნძა და ჲასინ დიალექტებად. მისი უმთავრესი მახასიათებლებია: 4 ნომინალური კლასი; ორი რიცხვი; კლასიფიცირებული მრავლობითი; მდიდარი მორფოლოგია; ძლიერ ანალიტიკური ზმნა; ბურუშასკი ქართული ენის მსგავსად ერგატიული ენაა. ახასიათებს მოთხრობითი და ნათესაობითი ბრუნვების სინკრეტულობა; გახლეჩილი ერგატიულობა (მოთხრობითობა); სიტყვათა თანმიმდევრობა: არსებითი სახელი - ობიექტი - ზმნა.
(იხილეთ სტატია „ბურუშასკი“, გვერდი 133/1, წიგნში: Bußmann, Hadumod (გამომც.) : Lexikon der Sprachwissenschaft. Stuttgart: Kröner, 2002
ტოქარული ენა წარმოდგენილია ჩვენს ერამდე VI-VII საუკუნეებში შესრულებული ხელნაწერებით, რომლებიც დღევანდელი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იქნა აღმოჩენილი.
ზოგი მას ინგლისური ენის დიალექტად ასახელებს, - ძველი ინგლისური ენის შუა-შოტლანდიურ ენად. გავრცელებულია შოტლანდიის დაბლობზე (ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში). სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ენის მეორე სახელწოდება - ქვემო შოტლანდიური (Lallans Scots, ინგლისურად Lowlands).
არ უნდა აგვერიოს კელტურ შოტლანდიურში, რომელსაც ასევე უწოდებენ შოტლანდიურ, ან გელურ (გაელური) ენას (საკუთარი წოდება Gàidhlig; ინგლისურად Gaelic, ან Scottish Gaelic) .
ჩამოყალიბდა ნიდერლანდური და ბურების ენათა შერწყმის შედეგად. XVII საუკუნიდან მოყოლებული აფრიკაანსი იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფება (ახალ)ნიდერლანდურისაგან, რამაც აფრიკაანსის დამოუკიდებელ აუსბაუ-ენად ჩამოყალიბება განაპირობა. დაახლოებით 1775 წლიდან აფრიკაანსი საერთოდ ცალკე ენად მიიჩნევა, რადგან ამდროისათვის კაპკოლონიის მცხოვრებთა უმეტესობა ნიდერლანდურს უკვე აღარ ფლობდა. ნიდერლანდურისაგან განსხვავებით აფრიკაანსი გამოირჩევა მორფოლოგიურ ფორმათა სიმარტივით და ნასესხობების სიუხვით.
მოლაპარაკეთა რაოდენობა: 6 მილიონი, როგორც მეორე ენას ფლობს 16 მილიონი კაცი.
სამხრეთ და აღმოსავლეთ გერმანიის დიალექტების, ვაჭართა სიციოლექტების, ებრაული და სლავური (ძირითადად პოლონური) ნარევი ლექსიკის მქონე ენა. იდიშის მორფოლოგია, მორფოსემანტიკა, სინტაქსი განცდის უფრო გერმანული ენის გავლენას, ვიდრე სლავური ენებისას. გამოიყენებენ ებრაულ ანბანს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ საკუთრივ ებრაულ ტექსტში ხმოვნების წერა არაა მიღებული, იდიშზე ხმოვნები გამოიყენება. ერთადერთი გამონაკლისის გარდა; ე.წ. სუფთა ებრაული წარმოშობის სიტყვებს იდიშშიც გაუხმოვანებლად წერენ.
გავრცელების არეალი: სამხრეთაღმოსავლეთი ევროპა. ქვეყნები: დაკია, ოიუმი, ნარბოს გალია, რომის ესპანეთი. გოთებს გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა ე.წ. გოთური დამწერლობის სახელწოდებით. შემორჩენილია ცნობები ყირიმის გოთურის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გოთური ენის ერთ-ერთი დიალექტი უნდა ყოფილიყო. ყირიმის გოთურის გავრცელების არეალი ყირიმის ნახევარკუნძული (დღეს: უკრაინა) იყო.
დაახლოებით 2000 წლის წინათ, ჩრდილოეთ გერმანიის, დანიის და სამხრეთ სკანდინავიის ტერიტორიაზე ბინადრობდა მრავალი ტომი, რომლებიც ლაპარაკობდნენ თანამედროვე გერმანიკული ენების წინარე ენაზე. ყველაზე ადრეული წარწერა პრაგერმანიკულ ენაზე შემორჩენილია რუნული დამწერლობით და თარიღდება ძვ. წ. II საუკუნით.
Wayne Harbert: The Germanic Languages. Cambridge University Press, Cambridge. ISBN= 0-521-80825-1, 2007
Claus Jürgen Hutterer: Die germanischen Sprachen. Ihre Geschichte in Grundzügen. VMA-Verlag, Wiesbaden, ISBN= 978-3-928127-57-8, 2008
Ekkehard König, Johan van der Auwera: The Germanic Languages. Routledge, London/New York. ISBN= 0-415-05768-X, 1994
Werner König, Hans-Joachim Paul: dtv-Atlas Deutsche Sprache. dtv. München. ISBN= 3-423-03025-9, 2005
Orrin W. Robinson: Old English and Its Closest Relatives. A Survey of the Earliest Germanic Languages, Stanford University Press, Stanford. ISBN= 0-8047-1454-1, 1992
ეტიმოლოგიური ლექსიკონები
Friedrich Kluge: Etymologisches Wörterbuch der deutschen Sprache. 24. Auflage. bearbeitet von Elmar Seebold. De Gruyter, Berlin/New York 2002, ISBN 3-11-017474-X.
C. T. Onions: The Oxford Dictionary of English Etymology. Oxford University Press, Oxford, 1966
Marlies Philippa et al.: Etymologisch woordenboek van het Nederlands. 4 Bände. Amsterdam University Press, Amsterdam 2003–2009. ISBN 978-90-8964-184-7.
Julius Pokorny: Indogermanisches etymologisches Wörterbuch. Francke Verlag, Bern/München, 1959