ალბანური პირველად მოხსენიებულია დუბროვნიკში ნახულ XIII საუკუნის ბოლოს გაკეთებულ დანაშაულის შესახებ ანგარიშში. ალბანურის პირველი აუდიოჩანაწერი გაკეთებულია ნორბერტ იოკლის მიერ 1914 წლის 4 აპრილს ქალაქ ვენაში.[1]
ზოგადი ცნობები
მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5,5 მლნ
ენის კოდი: sq
სახელწოდება: Gjuha shqipe
დამწერლობა: ლათინური, წერილობითი ძეგლები XVI ს-დან
მე-17 საუკუნეში იყო მცდელობა, ალბანური ენისთვის ორიგინალური ანბანი შეექმნათ, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ალბანური ანბანი ასე გამოიყურება: a, b, c, з, d, dh, e, ё (რედუცირებული ხმოვანი), f, g, gj, h, i, j, k, l, ll, m, n, nj, o, p, q, r, rr, s, sh, t, th, u, v, x, xh, y, z, zh. იგი შედგება 36 ასოსაგან, რომელთაგან 7 ხმოვანს აღნიშნავს, 29 - თანხმოვანს. ენაში არის, აგრეთვე, დიგრაფები: dh, gj, ll, nj, rr, sh, th, xh, zh.
მორფოლოგია საკმაოდ რთულია. ალბანურში არის 8 დრო, 2 ასპექტი და 6 ბრუნვა. წინადადებაში სიტყვათა წყობა ასეთია: ქვემდებარე-შემასმენელი-დამატება. ზედსართავი სახელი ხშირად დგას ბოლო ადგილზე.
ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
გამარჯობა: Tungjatjeta; Allo
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Mirë se vini; Mirë se erdhët