გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეხუთე სესია

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეხუთე სესია
← 64-ე
66-ე →

გაეროს ემბლემა
მასპინძელი გაეროს დროშა გაერო
თარიღი 14 სექტემბერი, 2010 (2010-09-14)
მონაწილეები გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოები
პრეზიდენტი ჯოზეფ დეისი
საიტი https://www.un.org/en/ga/65/

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეხუთე სესიაგაეროს გენერალური ასამბლეის სესია, რომელიც გაგრძელდა 2010 წლის 14 სექტემბრიდან 2011 წლის 12 სექტემბრამდე.

სესიის თემა იყო „გაეროს ცენტრალური როლის ხელახლა დადასტურება გლობალურ მმართველობაში“.[1][2]

ორგანიზაცია

65-ე სესიის პრეზიდენტი

პრეზიდენტი

2010 წლის 11 ივნისს შვეიცარიელი დიპლომატი და პოლიტიკოსი ჯოზეფ დეისი აირჩიეს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე. დეისი აირჩიეს დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნების (WEOG) ჯგუფიდან.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი გამოსვლისას, დეისმა ჩამოაყალიბა სესიის რამდენიმე პრიორიტეტი. მათ შორისაა: ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ გენერალურ ასამბლეას უნდა შეეხოს: კლიმატის ცვლილება, სასურსათო უსაფრთხოება, მყიფე და პოსტკონფლიქტური სახელმწიფოების რეკონსტრუქცია, ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული დახმარება და განიარაღება.[1][2][3]

ვიცე-პრეზიდენტები

2010 წლის 11 ივნისს სესიის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ შემდეგი ქვეყნები:[4][5]

უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი:

ასევე შემდეგი ქვეყნები:

კომიტეტები

პირველი კომიტეტი (განიარაღება და საერთაშორისო უსაფრთხოება)[2][5][6]
სახელი ქვეყანა თანამდებობა
მილოშ კოტერეცი სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი თავმჯდომარე
ჰოსამ ელდინ ალი ეგვიპტის დროშა ეგვიპტე ვიცე-თავმჯდომარე
ჰერმან შაპერი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ვიცე-თავმჯდომარე
კარლოს სორეტა ფილიპინების დროშა ფილიპინები ვიცე-თავმჯდომარე
ენრიკე ოჩოა მექსიკის დროშა მექსიკა მომხსენებელი
მეორე კომიტეტი(ეკონომიკური და ფინანსური)[2][5][7]
Name Country Position
ენხსეცეგ ოჩირი მონღოლეთის დროშა მონღოლეთი თავმჯდომარე
ერიკ ლუნდბერგი ფინეთის დროშა ფინეთი ვიცე-თავმჯდომარე
ქსილა ვურტსი უნგრეთის დროშა უნგრეთი ვიცე-თავმჯდომარე
ჟან კლოდ პიერი ჰაიტის დროშა ჰაიტი ვიცე-თავმჯდომარე
პოლ ემპოლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მომხსენებელი
მესამე კომიტეტი (სოციალური, ჰუმანიტარული და კულტურული)[2][5][8]
სახელი ქვეყანა თანამდებობა
მიშელ ტომმო მონტე კამერუნის დროშა კამერუნი თავმჯდომარე
მარგარეტა პლოდერი ავსტრიის დროშა ავსტრია ვიცე-თავმჯდომარე
მარია ლუზ მელონი არგენტინის დროშა არგენტინა} ვიცე-თავმჯდომარე
ვაჰიდ ა. ალ-შამი იემენის დროშა იემენი ვიცე-თავმჯდომარე
ასიფ გარაევი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი მომხსენებელი
მეოთხე კომიტეტი (სპეციალური პოლიტიკური და დეკოლონიზაცია)[2][5][9]
სახელი ქვეყანა თანამდებობა
ჩიცაკა ჩიპაზივა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე თავმჯდომარე
რადოსლავ ფლისიუკი პოლონეთის დროშა პოლონეთი ვიცე-თავმჯდომარე
მისტერ დევიდ ვინდსორი ავსტრალიის დროშა ავსტრალია ვიცე-თავმჯდომარე
მარსელა ზამორა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა ვიცე-თავმჯდომარე
მოჰამად ვალი ნაიმი ავღანეთის დროშა ავღანეთი მომხსენებელი
მეხუთე კომიტეტი (ადმინისტრაციული და საბიუჯეტო)[2][5][10]
სახელი ქვეყანა თანამდებობა
გერტ როზენტალი გვატემალის დროშა გვატემალა თავმჯდომარე
ბატონო მუჰამედ ირფან სოომრო პაკისტანის დროშა პაკისტანი ვიცე-თავმჯდომარე
იოანა სანდა სტოიკა რუმინეთის დროშა რუმინეთი ვიცე-თავმჯდომარე
ჯოსიელ მოტუმისი ტავანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ვიცე-თავმჯდომარე
ნიკოლ მანიონი ირლანდიის დროშა ირლანდია მომხსენებელი
მეექვსე კომიტეტი (იურიდიული)[2][5][11]
სახელი ქვეყანა თანამდებობა
იზაბელ პიკო მონაკოს დროშა მონაკო თავმჯდომარე
რეტა ალემუ ნეგა ეთიოპიის დროშა ეთიოპია ვიცე-თავმჯდომარე
ჩულ-ჯო პარკი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა ვიცე-თავმჯდომარე
ევა შურკოვა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი ვიცე-თავმჯდომარე
გლენა კაბელო დე დაბოინი ვენესუელის დროშა ვენესუელა მომხსენებელი

ადგილების გამოყოფა

ტრადიციისამებრ, გენერალური ასამბლეის ყოველი სესიის წინ გენერალური მდივანი ატარებს კენჭისყრას იმის დასადგენად, თუ რომელი წევრი სახელმწიფო დაიკავებს პირველ ადგილს გენერალური ასამბლეის დარბაზში სესიისთვის, ხოლო სხვა წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან მათი სახელის ინგლისური თარგმანის მიხედვით. 65-ე სესიისთვის გვინეა აირჩიეს გენერალური ასამბლეის პალატის პირველი ადგილის დასაკავებლად.[2]

გენერალური დებატები

65-ე სესიის გენერალური დებატები გაიმართა 2010 წლის 23-დან 29 სექტემბრამდე პერიოდში, გარდა შუალედური კვირისა. გენერალურ დებატებზე წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ ის საკითხები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, ასევე მათი მოლოდინები სესიის განმავლობაში გენერალური ასამბლეის საქმიანობის შესახებ.[12]

გამოსვლის საშუალება ეძლევათ ჯერ წევრ სახელმწიფოებს, შემდეგ დამკვირვებელ სახელმწიფოებს და სუპრანაციონალურ ორგანოებს. გამომსვლელები შედიან სპიკერთა სიაში მათი მოთხოვნის თანმიმდევრობით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ მინისტრებს და ხელისუფლების სხვა მსგავსი ან უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გენერალური დებატების მოქმედი წესების მიხედვით, განცხადებები უნდა იყოს გაეროს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე და გადაითარგმნოს გაეროს თარჯიმნების მიერ.[13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 65th session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 By Acclamation, General Assembly Elects Joseph Deiss of Switzerland as President of Sixty-Fifth Session. United Nations (11 June 2010). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  3. Acceptance Speech of H.E. Mr. Joseph Deiss, President-Elect of the 65th Session of the General Assembly. United Nations (11 June 2010). ციტირების თარიღი: 19 September 2019
  4. Past Presidents – 65th Session: Joseph Deiss. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 (2010) United Nations Handbook 2010-2011, 48th, Wellington: Ministry of Foreign Affairs and Trade of New Zealand, გვ. 20–21. ISBN 9780477102285. 
  6. First Committee:Bureau of the 65th Session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  7. Second Committee: Bureau of the 65th Session. United Nations (4 October 2010). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  8. Third Committee: Bureau of the 65th Session. United Nations (17 September 2010). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  9. Fourth Committee: Bureau of the 65th Session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  10. Fifth Committee: Bureau of the 65th Session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  11. Sixth Committee: Bureau of the 65th Session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  12. General Debate of the 65th Session: 23 September 2010 to 29 September 2010. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 19 September 2019
  13. Capel, Charles. (22 September 2018) How is the order of speakers at the UN General Assembly decided?. The National. ციტირების თარიღი: 15 September 2019