ანრი II (საფრანგეთი)

ანრი II დე ვალუა
Henry II de Valois
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 25 ივლისი, 1547
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი, 1547
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 1559
წინამორბედი: ფრანსუა I
მემკვიდრე: ფრანსუა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მარტი, 1519
დაბ. ადგილი: სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 10 ივლისი, 1559, (40 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ეკატერინე მედიჩი
(ქ. 1533)
შვილები: ფრანსუა II, საფრანგეთის მეფე
ელიზაბეტი, ესპანეთის დედოფალი
კლაუდია, ლოთარინგიის ჰერცოგინია
შარლ IX, საფრანგეთის მეფე
ანრი III, საფრანგეთის მეფე
მარგარიტა, ნავარის დედოფალი
ფრანსუა, ალანსონის ჰერცოგი
დიანა, კასტროს ჰერცოგინია (უკანონო)
დინასტია: ვალუები
მამა: ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე
დედა: კლაუდია ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ანრი II დე ვალუა (ფრანგ. Henri II de Valois; დ. 31 მარტი, 1519, სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი — გ. 10 ივლისი, 1559, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1547–1559 წლებში, ვალუების დინასტიისა. ანრი იყო მეფე ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას მეორე ვაჟი. მეფედ იკურთხა 1547 წელს. 1533 წლის ოქტომბერს მან იქორწინა ეკატერინე მედიჩზე (1519–1589). იბრძოდა ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, მონარქიის განმტკიცებისათვის, მკაცრად დევნიდა ჰუგენოტებს. 1559 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. 1559 წელს ანრი II-ს თავისი ასულის ელიზაბეტას და ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის ქორწილზე გამართულ რაინდთა ტურნირზე მონტგომერიმ შუბი თვალში მოარტყა და მოკლა.

ბავშვობა

ანრი დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში, სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში 1519 წლის 31 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის და მისი პირველი მეუღლის  დედოფალ კლაუდია დე ვალუას ვაჟი. ანრის ჰყავდა 1 უფროსი ძმა - ფრანსუა ვალუა. ასევე ჰყავდა უმცროსი და-ძმებიც: შოტლანდიის დედოფალი მადლენა ვალუა, ორლეანის ჰერცოგი შარლ დე ვალუა და სავოიის ჰერცოგინია მარგარიტა ვალუა. რადგანაც ანრი უმცროსი ვაჟი იყო იგი არ ემზადებოდა მეფობისათვის, ამიტომაც ანრი ორლეანის ჰერცოგი გახდა. ამ პერიოდში მიმდინარეობდა საშინელი ''იტალიური ომები''. 1525 წელს ბრძოლის დროს ანრის მამა, ფრანსუა საღვთო რომის იმპერატორმა და ესპანეთის მეფემ კარლოს V-მ ტყვედ აიყვანეს და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ მოვლენებიდან მალე დაიდო ხელშეკრულება რის მიხედვითაც ანრი და მისი ძმა ფრანსუა ჩავიდოდნე ესპანეთში მამის სანაცვლოდ ტყვეობაში, 4 წლის მანძილზე. ასეც მოხდა ფრანსუა I განთავისუფლდა მისი ვაჟები კი ესპანეთის ციხეში დარჩნენ. წლების მანძილზე პატარა ანრის და მის ძმას სასტიკად სცემდნენ და აშიმშილებდნენ. 1531 წელს ანრი და ფრანსუა დაბრუნდნენ საფრანგეთის სამეფო კარზე. 

ქორწინება

ანრისა და ეკატერინეს ჯვრისწერა

1532 წლიდან ანრის მამამ, მის დაოჯახებაზე დაიწყეს ფიქრი. მალე მან შესაფერის კანდიდატთა შორის შეარჩია ურბინოს ჰერცოგინია და ფლორენციის ჰერცოგის და, ეკატერინე მედიჩი. ამ ქორწინებით ფრანსუას ხელში გადავიდოდა ურბინოს საჰერცოგო, რომელსაც იგი პლაცტარმად გამოიყენებდა კარლოსის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1533 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ მარსელში ანრი და ეკატერინე დააქორწინეს. მათ ჯვარი თვით რომის პაპმა, კლემენტე VII-მ დასწერათ. კლემენტე VII, ეკატერინეს ბიძად ერგებოდა,ამიტომაც ამ ქორწინებით ფრანგებმა რომის გულიც მოიგეს. მათი ქორწილის საზეიმო მსვლელობები 34 დღე გაგრძელდა, როგორც ისტორიკოსები იუწყებიან სწორედ მათ ქორწილში დამზადდა პირველი ნაყინი საფრანგეთის ისტორიაში. ამ დროისათვის ანრიც და ეკატერინეც სულ 14 წლისანი იყვნენ, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ ეს ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა იყო და მეტი არაფერი. ამიტომაც მამის მსგავსად არც ანრი ყოფილა ცოლის ერთგული მეუღლე.

ქორწინებიდან 10 წლის მანძილზე ანრის და ეკატერინეს შვილი არ უჩნდებოდათ.1536 წელს კი მოულოდნელად გარდაიცვალა ანრის უფროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი - ფრანსუა დე ვალუა. ამიტომაც დოფინი ანრი ხდება, რის გამოც მას აუცილებლად სჭირდება მემკვიდრე. 1538 წელს ანრის ერთ-ერთი საყვარლისაგან შეეძინა ქალიშვილი, რითაც დადასტურდა, რომ უშვილობა ეკატერინეს ბრალი იყო. მან დაიწყო უამრავი ბალახეულობისა და ნაყენების მიღება. ამას გარდა მათ ქორწინებას საფრთხეს ისით უქადდა, რომ ფრანსუა I-მა დაპირებული ურბინოს საჰერცოგო ვერ მიიღო და ანრისათვის ახალი საცოლის ძებნის დაწყებას აპირებდა.

თუმცა 1544 წელს ეკატერინემ ვაჟი გააჩინა, რის შემდგომაც ეკატერინემ ანრის კიდევ ცხრა შვილი გაუჩინა. თუმცა 1556 წელს ეკატერინემ ტყუპი გოგონები - ჟანა და ვიქტორია - გააჩინა, ისინი მალევე დაიღუპნენ და ამდენმა მშობიარობამ ეკატერინეს ჯანმრთელობაც შეურყია. ამიტომაც ეკატერინეს შვილის გაჩენა ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს. ამის შემდგომ კი ანრიმ კვლავ ახალი საყვარლები გაიჩინა და ეკატერინე სრულიად უყურადღებოდ დარჩა.

ანრი და დიანა

დიანა დე პუატიე

1534 წლიდან ანრის ყურადღება მიიპყრო გრაფ ლუი დე ბრეზის ქვრივმა დიანა დე პუატიემ. დიანა ანრიზე ოცი წლით უფროსი ქალი იყო თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, დიანა ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მშვენიერდებოდა. დაქვრივების შემდგომ კი, დიანა ყოველთვის შავ ან, თეთრ სამოსს იცვავდა, იმის აღსანიშნად, რომ გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობდა. დიანამ იმდენიც კი შესძლო, რომ ანრის თავისი მეუღლე სულ გადაავიწყდა. 1547 წლიდან კი, (მას შემდგომ რაც ანრი მეფე გახდა) დიანას მიენიჭა " სამეფო საყვარლის'' ტიტული.

მიუხედავად იმისა, რომ დიანას გამო ეკატერინე მედიჩი ( ანრის კანონიერი მეუღლე) ანრის საერთოდ აღარ ახსოვდა, დიანასა და ეკატერინეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამასთან ეკატერინემ საკუთარი სურვილით ანრის შესთავაზა, რომ მას აღეზარდა ანრისა და ეკატერინეს შვილები. დიანა ამ შეთავაზებას სიამოვნებით დასთანხმდა ამ შეთავაზებას.

მიუხედავად იმისა, რომ დიანა ანრის ერთადერთ ცხოვრებისეულ სიყვარულად ითვლება, ანრის მაინც ჰყავდა სხვა საყვარლები - ფილიპინა დუჩი, ჟანეტ სტიუარტი, ნიკოლ დე სავიჟნი და ა.შ. თუმცა მხოლოდ დიანას ჰქონდა "სამეფო საყვარლის ტიტული". თუმცა ანრის გარდაცვალების შემდგომ, მისმა სასტიკმა მეუღლემ ეკატერინე მედიჩიმ, შური იძია დიანაზე და იგი სამუდამოდ გააძევა პარიზიდან.

მეფობა

ანრი და პროტესტანტები

1547 წლის 31 მარტს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I. ამავე წლის 25 ივნისს რეიმსის კათედრალში ანრი ეკურთხა საფრანგეთის მეფე ანრი II დე ვალუად, ხოლო ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის დედოფლად. ანრიცა და ეკატერინეც თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ და საშინლად სძაგდათ პროტესტანტები, რომელთაც საფრანგეთში ჰუგენოტებს უწოდებენ. ანრი II უსასტიკესად დევნიდა ყველა პროტესტანტს. 1551 წლის 27 ივნისს სამოქალაქო საეკლესიო სასამართლოს  უბრძანა აღმოეჩინა თითოეული ჰუგენოტი და მკაცრად დაესაჯათ ანუ ან დაეპატიმრებინათ, ან მოეკლათ, ან ქონება ჩამოერთმიათ.  მან ცოცხლად დაწვათ ის დიდგვაროვნებიც და გლეხებით ვინც ჰუგენოტობა მიიღეს. ხოლო მათ ვისაც ბრალად ედებოდათ ჰუგენოტობა და დაზუსტებით არ იცოდნენ უბრალოდ ციხეებში სვავდნენ. ანრი ასევე მკაცრად აკონტროლებდა სასულიერო წიგნებსაც, რათა მათში რაიმე ერეტიკოსული არ ყოფილიყო გარეული. ჰუგენოტებს ჩამოერთვათ ქონება და სახელმწიფოს გადაეცა. საბოლოოდ ანრიმ მოისურვა საფრანგეთი მთლიანად '' გაეწმინდა'' ჰუგენოტებისაგან. ამის გამო მან 1549 წელს სამხრეთ ამერიკაში, თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიაზე შექმნა პატარა ფრანგული კოლონია '' ანტარქტიკული ბრაზილია'', რომელიც მთლიანად შედგებოდა გადასახლებული ჰუგენოტებისაგან. ამას გარდა იგი ეხმარებოდა კათოლიკურ შოტლანდიასაც რომელსაც თავს პროტესტანტული ინგლისი ესხმოდა. კათოლიკე შოტლანდიელთა დასახმარებლად ანრიმ შოტლანდიაში უამრავი ფრანგი ჯარისკაცი გაგზავნა რომლებმაც მთლიანად განდევნეს ინგლისელები. ამ ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის განსამტკიცებლად ანრიმ თავისი უფროსი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი, ფრანსუა დანიშნა შოტლანდიის მცირეწლოვან დედოფალ, მარიამ სტიუარტზე, რომელიც 1548 წელს საფრანგეთში ჩავიდა.

იტალიური ომები (1551-1559)

იტალიური ომების ეპიზოდი, ქალაქ მეცის ალყა, 1552

1551 წელს ანრიმ ომი გამოუცხადა საღვთო რომის იმპერატორსა და ესპანეთის მეფე, კარლოს V-ს, ამ ფაქტით დაიწყო მერვე იტალიური ომი, რომელიც ზოგისათვის ცნობილია როგორც ჰაბსბურგ-ვალუების ბრძოლა ევროპაში ჰეგემონობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ანრი საფრანგეთში პროტესტანტებს სასტიკად უსწორდებოდათ, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ იგი 1552 წელს გერმანელი კალვინისტების მოკავშირე გამხდარიყო და ისინი კარლოსის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამას გარდა ანრიმ განაახლა ფრანკო-ოსმალური ალიანსი და დადო ხელშეკრულება რომლითაც ოსმალეთს სამხრეთ საფრანგეთი უნდა დაეცვა. 1554 წელს ანრი შეიჭრა ლოთარინგიაში. ლოთარინგიაში ლაშქრობა წარმატებული აღმოჩნდა და დაიპყრო მისი 3 საეპისკოპო : ვერდენი, მეცი და ტულსა. 1553 წელს საფრანგეთის ჯარები დამართხდა ტოსკანაში გამართულ მარინიანოს ბრძოლაში.

1556 წელს კარლოს V ტახტიდან გადადგა. მისი სამფლობელოები კი გაიყვეს მისმა ვაჟმა ფილიპე II-მ და ძმამ ფერდინანდ I-მა. ფილიპემ ესპანეთის ტახტი დაიკავა, ფერდინანდმა კი საღვთო რომის იმპერიისა. 1556 წელს ფრანგებმა დაიპყრეს ქალაქი კასალე. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა.  1558 წელს ანრიმ იხელთა დრო და გაილაშქრა ინგლისზე. ამავე წელს ფრანგებმა ინგლისელებს წაართვეს საპორტო ქალაქი კალე, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და 1347 წელს დაკარგეს ფრანგებმა "ასწლიანი ომის" დროს. 1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაქორწინდნენ ანრის ვაჟი ფრანსუა და შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი.  ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი). ამ ზავით ესპანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებად ცხადდებიან.

გარდაცვალება

ესპანეთთან დაზავების შემდგომ ანრიმ განიზრახა ფრანკო-ესპანური ალიანსი დინასტიური ქორწინებით გაემყარებინა. 1558 წელს კი ამის რეალური შანსი გამოჩნდა, მას შემდეგ რაც ფილიპე II-ის ცოლი გარდაიცვალა. 1559 წლის 22 ივნისს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ფილიპეს მიათხოვა თავისი უფროსი ქალიშვილი ელიზაბეტა. 30 ივნისს კი მათ ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე ანრიმ ბრძოლაში შოტლანდიელი გვარდიელი, ლორდი მონტგომერი გამოიწვია. შეჯიბრების დროს მონტგომერიმ ანრის თვალში შუბი მოარტყა და ცხენიდან გადმოაგდო. მეფემ მხედველობა დაკარგა, თუმცა 1559 წლის 10 ივლისს ანრი II გარდაიცვალა.

შვილები

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ფრანსუა II 19 იანვარი, 1544

პარიზი, საფრანგეთი

5 დეკემბერი, 1560

ორლეანი, საფრანგეთი

(16 წლის)

საფრანგეთის მეფე 1559 წლიდან. შოტლანდიის მეფე-კონსორტი 1558 წლიდან.

დედოფალ მერი I სტიუარტის პირველი ქმარი. გარდაიცვალა უშვილო.

ელიზაბეტი 2 აპრილი, 1545

პარიზი, საფრანგეთი

3 ოქტომბერი, 1568

მადრიდი, ესპანეთი

(23 წლის)

ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა:

ნიდერლანდების მმართველი ისაბელ კლარა ეუხენია და სავოიის ჰერცოგინია

კატალინა მიკაელა. გარდაიცვალა მშობიარობისას.

კლაუდია 12 ნოემბერი, 1547

პარიზი, საფრანგეთი

21 თებერვალი, 1575

ნანსი, საფრანგეთი

(27 წლის)

ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები:

ლოთარინგიის ჰერცოგები ანრი II და ფრანსუა II, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია

კრისტინა, სტრასბურგის ეპისკოპოსი შარლი, იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია

ანტუანეტა და ბავარიის კურფიურსტი ელიზაბეთი. გარდაიცვალა მშობიარობისას.

ლუი 3 თებერვალი, 1549

პარიზი, საფრანგეთი

24 ოქტომბერი, 1550

მანტი, საფრანგეთი

(1 წლის)

ორლეანის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, გაციებისაგან.
შარლ IX 27 ივნისი, 1550

პარიზი, საფრანგეთი

30 მაისი, 1574

ვინსენე, საფრანგეთი

(23 წლის)

საფრანგეთის მეფე 1560 წლიდან. ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ

მაქსიმილიან II-ის ასული ელიზაბეთ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ერთი

გოგონა, მარი ელიზაბეტი.

ანრი III 19 სექტემბერი, 1551

პარიზი, საფრანგეთი

2 აგვისტო, 1589

სენ-კლოდი, საფრანგეთი

(37 წლის)

პოლონეთ-ლიტვის მეფე 1572-1575 წლებში. საფრანგეთის მეფე 1574 წლიდან.

ცოლად შეირთო ლუიზა დე ლორენ-ვედემონი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია.

მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკემ, რითაც შეწყდა ვალუას დინასტია.

მარგარიტა 14 მაისი, 1553

პარიზი, საფრანგეთი

27 მაისი, 1615

პარიზი, საფრანგეთი

(61 წლის)

ცოლად გაჰყვა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ს, რომელსაც მოგვიანებით

გაეყარა. გარდაიცვალა უშვილოდ.

ფრანსუა 18 მარტი, 1555

პარიზი, საფრანგეთი

10 ივნისი, 1584

ტიერი, საფრანგეთი

(29 წლის)

ანჟუსა და ალანსონის ჰერცოგი. განიხილებოდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის

საქმროდ. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, მალარიით.

ვიქტორია 24 ივნისი, 1556

პარიზი, საფრანგეთი

აგვისტო, 1556

პარიზი, საფრანგეთი

გარდაიცვალა ჩვილობაში.
ჟანა დაიბადა მკვდარი

ანრის საყვარლებისაგან ჰყავდა 3 შვილი:

  • ფილიპინა დუჩისაგან:

დიანა ანჟულიმელი, (1538-1619), დიანა ორჯერ გათხოვდა, პირველად კასტროს ჰერცოგ ორაციო ფარნეზეზე, ხოლო მეორედ მონტმორანსის ჰერცოგ ფრანსუას.

  • ლედი ჟანეტ სიტუარტისაგან:

ანრი ანჟულიმელი, (1551-1586), იყო პროვანსის გუბერნატორი.

  • ნიკოლ დე სავიჟნისაგან:

ანრი ანჟულიმელი, (1557-1621), სენ-რემის ბარონი.

წინაპრები

რესურსები ინტერნეტში

  • Henry II of France, History Today V.59 I9.
  • Michael Servetus Research- Naturalization, Scholarly graphical study on a document issued by Henry II of France in 1548 & 1549
  • genia.ge/?p=17315

ლიტერატურა

  • ალექსანდრე დიუმა - დედოფალი მარგო; "ნაკადული", თბილისი, 1973; გვ. 706
  • Guy, John (2012). My Heart is my Own: The Life of Mary Queen of Scots. Penguin Books Ltd.
  • Tazón, Juan E. (2003). The life and times of Thomas Stukeley (c.1525–78). Ashgate Publishing Ltd.
  • Thevet, André (2010). Portraits from the French Renaissance and the Wars of Religion. Translated by Benson, Edward. Truman State University Press.
  • Watkins, John (2009). "Marriage a la Mode, 1559:Elisabeth de Valois, Elizabeth I, and the Changing Practice of Dynastic Marriage". In Levin, Carole; Bucholz, R. O. Queens and Power in Medieval and Early Modern England. University of Nebraska Press.
  • Wellman, Kathleen (2013). Queens and Mistresses of Renaissance France. Yale University Press.
  • Felix, Regina R.; Juall, Scott D., eds. (2016). Cultural Exchanges Between Brazil and France. Purdue University Press.
  • Lanza, Janine M (2007). From Wives to Widows in Early Modern Paris: Gender, Economy, and Law. Ashgate Publishing.
  • Merrill, Robert V. (1935). "Considerations on "Les Amours de I. du Bellay"". Modern Philology. Vol. 33 (No. 2 Nov.).
  • Nolan, Cathal J., ed. (2006). "Cateau-Cambresis". The Age of Wars of Religion, 1000–1650: An Encyclopedia of Global Warfare and Civilization. Vol. 1. Greenwood Press.
  • Nostradamus, César (1614). Histoire et Chronique de Provence. Simon Rigaud.
  • Sealy, Robert J. (1981). The Palace Academy of Henry III. Droz.
  • Knecht, R.J. (2000). The French Civil Wars, 1562–1598. Pearson Education Ltd.
  • Knecht, R.J. (1984). Francis I. Cambridge University Press.
  • Frumkin, M. (1945). "The Origin of Patent". Journal of the Patent Office Society. Vol. XXVII (No. 3 March).
  • Inalcik, Halil (1995). "The Heyday and Decline of the Ottoman Empire". In Holt, P.M.; Lambton, Ann Katherine Swynford; Lewis, Bernard. The Cambridge History of Islam. Vol. 1A. Cambridge University Press.
  • Baumgartner, Frederic J (1988). Henry II, King of France, 1547-1559. Duke University Press.
  • Konnert, Mark (2006). Early Modern Europe: The Age of Religious War, 1559–1715. University of Toronto Press.
  • Goldberg, Victoria L. (1966). "Graces, Muses, and Arts: The Urns of Henry II and Francis I". Journal of the Warburg and Courtauld Institutes. 29.

Read other articles:

Desa Errabu, Bluto memiliki kode pos 69466. Desa ini terletak di kecamatan Bluto, Sumenep. Desa ini memiliki penduduk sebesar 1.271 jiwa dan luas 1.298.199 km2. Desa ini berbatasan dengan: Desa Ging-Ging di sebelah utara, Desa Moncek Timur di sebelah barat, Desa Gilang di sebelah timur dan selatan Desa Errabu memiliki wilayah yang cukup luas dengan banyak potensi alam yang tersedia. Sektor utamanya adalah pertanian. Sektor pertanian yang berkembang adalah jagung dan tembakau.ErrabuDesaPe...

 

العلاقات الإسواتينية الغانية إسواتيني غانا   إسواتيني   غانا تعديل مصدري - تعديل   العلاقات الإسواتينية الغانية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين إسواتيني وغانا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة...

 

Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (mars 2019). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de compléter l'article en donnant les références utiles à sa vérifiabilité et en les liant à la section « Notes et références ». En pratique : Quelles sources sont attendues ? Comm...

2015 video game Endless SkyTitle screen from version 0.9.12Original author(s)Michael Zahniser and others[1]Initial releaseJuly 22, 2015; 8 years ago (2015-07-22)[2]Stable release0.10.6 / February 17, 2024; 52 days ago (2024-02-17)[3] Repositorygithub.com/endless-sky/endless-sky Written inC++PlatformWindows, macOS, LinuxAvailable inEnglishTypeSingle-player, Space trading and combat simulatorLicenseGPLv3[4]Websiteendless-sky.gi...

 

Les partis politiques allemands jouent dans la vie politique un rôle nettement plus important que dans d'autres pays comme la France et la Suisse. Le référendum n'existe pas au niveau fédéral et quasiment pas au niveau régional et les grands partis, relativement stables depuis la Seconde Guerre mondiale, organisent la vie politique. Statut et histoire L'existence et le rôle des partis politiques de l’Allemagne sont prévus par l'article 21 de la Loi fondamentale de 1949[1]. Le même ...

 

Drapeau de l'Union des Communautés du Kurdistan (KCK) et emblème du confédéralisme démocratique. Le confédéralisme démocratique, également connu sous le nom de communalisme kurde ou apoïsme (du surnom de son fondateur), est une doctrine politique théorisée par Abdullah Öcalan, et agissant comme base sociale et idéologique pour une partie du mouvement kurde et des organismes qui s'y rattachent. Il se présente toutefois comme un mouvement pluriethnique et internationaliste, mis n...

Head of the Catholic Church from 275 to 283 Pope SaintEutychianBishop of RomeEutychian's original epitaph from the catacomb of Callixtus — the bottom fragment reads “Eutychianos†Epis(kopos)” (Bishop†Eutychian).ChurchEarly ChristianityPapacy began4 January 275Papacy ended7 December 283PredecessorFelix ISuccessorCaiusPersonal detailsBornTuscany[1]Died(283-12-07)7 December 283Rome, Roman EmpireSainthoodFeast day8 December Pope Eutychian, also called Eutychianus (Greek: Ευτυ...

 

Metro station in Paris, France This article is about the Paris Métro (subway) station. For the mainline (national) railway station, see Paris-Gare de Lyon. Gare de LyonLine 1 platforms on left, right track currently serve for tests for five-car sets MP 89 prior their move to Line 6 for replacing MP 73, this track also serves with Line 5 connectionGeneral informationLocation20 bis, 25, 27, 28, Boul. Diderot167, 175, 191, 201, 203, Rue de BercyGare de Lyon (three)12th arrondissement of ParisÎ...

 

Album by DAY6 Remember Us: Youth Part 2EP by DAY6ReleasedDecember 10, 2018 (2018-12-10)GenrePop rockalternative rockLength23:58LanguageKoreanLabel JYP Entertainment Studio J IRIVER DAY6 chronology Unlock(2018) Remember Us: Youth Part 2(2018) The Book of Us: Gravity(2019) Singles from Remember Us: Youth Part 2 Days Gone ByReleased: December 10, 2018 Music videodays gone by on YouTube Remember Us: Youth Part 2 is the fourth extended play by South Korean band DAY6. It was rele...

Pertempuran DyrrhachiumBagian dari Peperangan Romawi Timur-NormanItalia dan Balkan pada tahun 1084 AD.Tanggal18 Oktober 1081LokasiDyrrhachiumHasil Kemenangan NormanPihak terlibat Kekaisaran Romawi Timur Kadipaten Apulia dan CalabriaTokoh dan pemimpin Alexios I KomnenosGeorge Palaeologus Robert GuiscardBohemond dari TarantoSichelgaita dari SalernoKekuatan 20-25.000 tentara[1][2] 20.000 tentara[3](originally 30,000 men)[4] 150 shipsKorban 5.000 tewas[5] 7...

 

This article is about the city. For the surname, see Chamblee (surname). Not to be confused with Chambly, Quebec. City in Georgia, United StatesChamblee, GeorgiaCityDowntown Chamblee FlagSealMotto: A City on the Right Track[1]Location in DeKalb County and the state of GeorgiaChambleeChamblee in Metro AtlantaCoordinates: 33°53′15″N 84°18′19″W / 33.88750°N 84.30528°W / 33.88750; -84.30528CountryUnited StatesStateGeorgiaCountyDeKalbGovernment ...

 

Books with Folketingstidende set up in the Børsbygningen at Dansk Erhverv. Folketingstidende is an official publication issued by the Danish parliament, the Folketing. Folketingstidende contains summaries of negotiations conducted in the Folketing and a number of supplements. Folketingstidende replaced Rigsdagstidende—a yearly publication issued by Rigsdagen, the previous Danish parliament—in 1953 after the transition to a unicameral system due to the current constitution of 1953.[1&...

  关于与「汉族」標題相近或相同的条目页,請見「漢人 (消歧義)」。 本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目可能需要清理,以符合维基百科质量标准。 (2024年4月15日)请尽量协助改善这篇条目,详情请参见讨论页。 汉族黄帝炎帝大禹姜尚老聃孔丘墨子嬴政刘邦刘彻蔡伦诸葛亮李世民赵匡胤朱元璋孙中山蒋介石毛泽东邓小平李�...

 

Siege of BrahanPart of Jacobite rising of 1715Brahan CastleDateNovember 1715LocationBrahan Castle, Scotland57°33′24″N 4°29′21″W / 57.5568°N 4.4893°W / 57.5568; -4.4893Result Government victoryBelligerents Great Britain:Clan SutherlandClan MunroClan Fraser of Lovat Jacobites:Clan MackenzieCommanders and leaders Earl of SutherlandBaronet MunroFraser of Castle Leathers Earl of SeaforthStrength 1500 UnknownCasualties and losses Unknown 400 cows seized200 sheep ...

 

Wittmund Landkreis in Duitsland Situering Deelstaat Nedersaksen Coördinaten 53°34'48NB, 7°45'0OL Algemeen Oppervlakte 656,84 km² Inwoners (31-12-2020[1]) 57.384 (87 inw./km²) Buitenlanders (31-12-2020[2]) 2.915 (5,08%) Nederlanders (31-12-2020[3]) 170 (0,3%) Gemeenten 19 Bestuurs­centrum Wittmund Politiek Landraad Holger Heymann (SPD) Overig Kreissleutel 03 4 62 Nummerplaat WTM NUTS-code DE94H Website www.landkreis.wittmund.de Detailkaart Locatie van de Land...

الكرامة شعار نادي الكرامة الاسم الكامل نادي الكرامة الرياضي اللقب النسر الأزرق تأسس عام 1928 (منذ 96 سنة) الملعب ملعب خالد بن الوليدحمص، سوريا(السعة: 38,000) البلد  سوريا الدوري الدوري السوري الممتاز الإدارة الرئيس خالد رعد المدرب أيمن حكيم  الموقع الرسمي www.alkarameh.com الألقاب ...

 

American psychologist (1930–1994) Richard HerrnsteinHerrnstein in 1981BornRichard Julius Herrnstein(1930-05-20)May 20, 1930New York City, U.S.[2]DiedSeptember 13, 1994(1994-09-13) (aged 64)Belmont, Massachusetts, U.S.Alma materCity College of New York (BA) Harvard University (PhD)Known forThe Bell Curve (1994)Matching lawSpouses Barbara Brodo ​ ​(m. 1951; div. 1961)​ Susan Chalk Gouinlock ​ ​(m. ...

 

Ideology that opposes militarism It Shoots Further Than He Dreams. Antimilitarist cartoon by John F. Knott. First published in March 1918. Antimilitarism (also spelt anti-militarism) is a doctrine that opposes war, relying heavily on a critical theory of imperialism and was an explicit goal of the First and Second International. Whereas pacifism is the doctrine that disputes (especially between countries) should be settled without recourse to violence, Paul B. Miller defines anti-militarism a...

Village and municipality in Slovakia Municipality in Nitra Region, SlovakiaCabaj-Čápor CabajcsáporMunicipalityCabaj-ČáporLocation of Cabaj-Čápor in the Nitra RegionShow map of Nitra RegionCabaj-ČáporLocation of Cabaj-Čápor in SlovakiaShow map of SlovakiaCoordinates: 48°15′N 18°02′E / 48.25°N 18.03°E / 48.25; 18.03Country SlovakiaRegion Nitra RegionDistrictNitra DistrictFirst mentioned1156Area[1] • Total34.42 km2 (13...

 

Battle during the War of Jenkin's Ear For the siege during Queen Anne's War, see Siege of St. Augustine (1702). Siege of St. AugustinePart of the War of Jenkins' EarCastillo de San MarcosDate13 June–20 July 1740LocationSt. Augustine, Spanish FloridaResult Spanish victoryBelligerents  Great Britain SpainCommanders and leaders Gen. James OglethorpeAhaya SecoffeeCdre. Pearce Governor Manuel de MontianoStrength 1,000 infantry(Oglethorpe's Regiment, Georgia Provincials, South Carolina Provi...