ალან შირერი (ინგლ. Alan Shearer; დ. 13 აგვისტო, 1970) — ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი. ის თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონის კლუბებში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. ევრო 1996-ზე გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.
კარიერა
ალან შირერმა კარიერა საუთჰემპტონში დაიწყო, სადაც ამავე კლუბის ახლაგაზრდული აკადემიიდან ჩაირიცხა, 1992 წელს „ბლექბერნ როვერსში“ გადავიდა, სადაც 1995 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა და 34 გოლით პრემიერ ლიგის ბომბარდირიც შეიქნა. წარმარტებული სეზონის შემდეგ შირერზე ნადირობა გამოაცხადეს მსოფლიოს უმდიდრესმა კლუბებმა, თუმცა ალანმა მშობლიურ ქალაქში, ნიუკასლში არჩია დაბრუნება და ნიუკასლ იუნაიტედში ჩაირიცხა სადაც 10 წელი გაატარა და ყველა დროის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი შეიქნა კლუბის ისტორიაში. 2006 წელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შირერი საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა ტელეკომპანია BBC-ში. 2009 წელს დატოვა ტელეკომპანია და ნიუკასლ იუნაიტედში დაბრუნდა დროებითი მწვრთნელის სტატუსით. შირერმა უხელმძღვანელა ყოფილ კლუბს ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 8 ტურში, თუმცა ნიუკასლ იუნაიტედის გადარჩენა ვერ შეძლო და რანგით დაბალ დივიზიონში დაქვეითდა.
სანაკრებო სტატისტიკა
ეროვნული ნაკრები |
წელი |
მატჩი |
გოლი
|
ინგლისი
|
1992 |
6 |
2
|
1993 |
1 |
0
|
1994 |
6 |
3
|
1995 |
8 |
0
|
1996 |
9 |
8
|
1997 |
5 |
3
|
1998 |
11 |
6
|
1999 |
10 |
6
|
2000 |
7 |
2
|
ჯამში |
63 |
30
|
რესურსები ინტერნეტში