ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Grand Theft Auto}}
მოთამაშე თამაშის დაწყებისას დიდ ქალაქში კრიმინალური სინდიკატის წევრი ხდება. თამაშის მშვლელობისას კი ის ორგანიზებული კრიმინალური ქმედებებით წინაურდება. სხვადასხვა მისიების მიზანია ქალაქის მეთაურების მკვლელობა და ჩვეულებრივი დანაშაულებების ჩადენა, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს თამაშის სიუჟეტის განვითარებისთვის. მკვლელობა და სხვა დანაშაულებები თამაშის განუყოფელი ნაწილია. მისიების შესრულების შუალედში შესაძლებელია ტაქსაობით, ავტობუსის მძღოლობით, ქუჩის რბოლით, ცეცხლის გაჩენით, თვითმფრინავით ფრენის სწავლით და სხვა მრავალი ხერხით გართობა.
უკანასკნელ სერიებში, ძირითადად კი Grand Theft Auto 2-ის გამოსვლის შემდეგ, მოთამაშეებს უფრო დახვეწილი სიუჟეტი ეძლევა, სადაც მათ უიღბლო მოვლენების (როგორიცაა ღალატი, სიკვდილი და ა.შ) დაძლევა უხდებათ, რაც, თავის მხრივ, პერსონაჟს კრიმინალური დანაშაულებების შესრულების მოტივს აძლევს. GTA-ს სერია მიეკუთვნება სიუჟეტის თავისუფალი განვითარების ჟანრს, რომელსაც "არახაზოვან თამაშს" უწოდებენ. ანუ, მოთამაშეს სრული თავისუფლება ეძლევა თამაშში. ის ატარებს ნებისმიერ ტრანსპორტის საშუალებას, იჭერს და ისვრის ნებისმიერ იარაღს და ა.შ. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მოთამაშისთვის ყველა ქალაქში გადასვლა, ყველა შენობაში შესვლა, მაღაზიებში სამოსის ან საკვების ყიდვა, საჭიროა მისიების გარკვეული რაოდენობის შესრულება.
Grand Theft Auto III-სა და მის შემდეგ გამოცემულ თამაშებს დამატებული აქვს საუბრის კომპონენტი, ანუ სიუჟეტის განვითარებიას პერსონაჟები ლაპარაკობენ. ასევე თამაშში არის რადიოსადგურები, რომლის მოსმენა მანქანის მართვის დროსაა შესაძლებელი.
ისტორია
Grant Theft Auto-ს სერია შეიძლება დაიყოს კანონებად, ცნობადი სათაურის გვერდით რიცხვის დამატების საფუძველზე (მაგ. Grand Theft Auto III), თავდაპირველი Grant Theft Auto-ს გამოცემის შემდეგ, და, გარკვეულწილად, გამოყენებული გრაფიკული ძრავის ტიპის მიხედვით.
შემდგომ, ორი გაფართოების პაკეტი იქნა შემოთავეზებული, ორივე მათგანი Grand Theft Auto: London-ის სახელით. მიუხედავად ამისა, ეპოქის ცნება ოფიციალურად არ შესრულებულა GTA III-მდე, ამით შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, რომ Grand Theft Auto: London, 1961, მეორე გაფართოების პაკეტი, არის პირველი Grand Theft Auto-ს ეპოქის ბოლო თამაში.
სერიის მეორე თამაში, Grand Theft Auto 2, შექმნეს Microsoft Windows-ის, PlayStation-ისა და Dreamcast-ის პლატფორმებისთვის 1999 წელს. თამაში მიმდინარეობს გაურკვეველ მომავალში. იგი წარმოადგენდა განახლებულ გრაფიკას და რამდენიმე განსხვავებულ თამაშის ტიპს, რომელიც დაფუძნებული იყო მოთამაშეების თხოვნით სხვადასხვა კრიმინალური ორგანიზაციების მიმართ.
თამაშის შემცირებული ვერსია გამოიცა ასევე Game Boy Color-ისთვის. განსხვავებულად GTA-ს სერიის სხვა ყველა თამაშებისგან, GTA 2 არის თამაში, რომელიც მეორე ეპიქაში მარტოდმარტო არის გამოცემული. იგი ასევე არის ერთადერთი თამაში, რომელსაც აქვს რეიტინგი - "T".
Grand Theft Auto III გამოსცეს 2001 წლის ოქტომბერში[1]. თამაში მიმდინარეობს ჩვენ დროში[2], გამოგონილ ქალაქ ლიბერტი სიტიში, რომელიც დამსგავსებულია ნიუ-იორკს, მაგრამ მასში ასევე ერთიანდება სხვა ამერიკული ქალაქების ელემენტები[3]. GTA III-ში თამაშის ხედვა განსხვავებულია წინა თამაშებისგან. ზემოდან ქვემოთ ხედვა შეცვლილია მესამე პერსონაჟის ხედვით. უპირველეს ყოვლისა, ნავიგაციის პრობლემა უზარმაზარ არახაზოვან თამაშში გადაჭრილი იქნა მუდმივი GPS-ით, რომლის მეშვეობითაც ადვილადაა შესაძლებელი მოთამაშის პოზიციის განსაზღვრა და უპრობლემო გადაადგილება. გრაფიკა ასევე განახლდა ახალი 3D თამაშის ძრავით. თამაშის ძრავა გაფართოვდა და გაჩნდა მისიებზე დაფუძნებული თამაშის ტიპი. თამაშს მრავალმოთამაშიანი რეჟიმი არ ჰქონდა (შემდეგ გამოიცა მოდები, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი იყო მრავალი მოთამაშის რეჟიმის გამოყენება), მაგრამ GTA III გაუმჯობესდა ბევრი სხვა მხრივ, როგორებიცაა ხმით თამაში და სიუჟეტი (წინა თამაშებში, მოთამაშეების ხმას გაიგონებდით მხოლოდ პატარა ანიმაციურ სცენებში ეტაპებს შორის, როდესაც სხვა კომუნიკაცია იყო უბრალოდ გადმოცემული სუბტიტრებით, რომლებიც ჩანდა ეკრანის ქვედა ნაწილში).
GTA III-ის წარმატების შემდეგ, 2002 წელს გამოსცეს Grand Theft Auto: Vice City. თამაში მიმდინარეობს 1986 წელს გამოგონილ ქალაქ ვაის სიტიში, რომელიც დაფუძნებულია მაიამიზე. თამაშის სიუჟეტი ფოკუსირებას აკეთებს კოკაინით ვაჭრობაზე 1980-იან წლებში. Vice City იყო პირველი თამაში, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო ფუნქციები. მოთამაშეს შეეძლო გამოეყენებინა მფრინავი სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა თვითმფრინავი და ვერტმფრენი. მასში ასევე წარმოდგენილია იარაღებისა და ტრანსპორტის სხვადასხვა ნაირსახეობები.
Grand Theft Auto Advance გამოსცეს Game Boy Advance-ისთვის 2004 წელს. თავდაპირებლად გამოუშვეს როგორც GTA III-ის გარდაქმნილი ვერსია, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ გამოუვიდათ ორიგინალური თამაში. Game Boy Color-ის პორტების, Grand Theft Auto-სა და GTA 2-სგან განსხვავებით, GTA Advance არ შეიცავს ძალადობასა და ღვთის გმობას, რაც GTA-ს სერიის საერთო თემაა. თამაშმა მიიღო "M" რეიტინგი ESRB-ისგან. იგი იქნა გამოცემული საგარეო დეველოპერის, Digital Eclipse-ის მიერ.
Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა "სტრატეგიული კავშირი" Rockstar Games-თან X06 შოუზე. ეს შეთანხმება გამოიცა Grand Theft Auto IV: The Lost and Damned-ის სახით, 2009 წლის 17 თებერვალს და გადმოსაწერად ხელმისაწვდომი გახდა, ექსკლუზიურად Xbox 360-ის. ეს არის გაფართოება, რომელმაც უკვე არსებულ თამაშს დაუმატა რამდენიმე ახალი ელემენტი და ფოკუსირება გააკეთა მოტოციკლეტების ბანდის, "The Lost"-ის ვიცე პრეზიდენტ ჯონი კლებიცზე.
მეორე GTA IV-ის გაფართოებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გადმოსაწერად, ერქმევა The Ballad of Gay Tony[6]. Grand Theft Auto: Episodes ლიბერტი სიტიდან არის შედგენილი პაკეტი, რომელიც გამოიცა Xbox 360-ისთვის The Ballad of Gay Tony-სთან ერთად. მის ერთ დისკში იქნება The Lost and Damned და The Ballad of Gay Tony ერთდროულად და აღარ დასჭირდება GTA IV-ის ორიგინალურ ასლი.
Grand Theft Auto: Chinatown Wars არის პირველი თამაში GTA-ს სერიისა, რომელიც გამოიცა Nintendo DS-სთვის. ამის შესახებ განაცხადეს E3-ზე, ნინტენდოს პრეს კონფერენციაზე, 2008 წლის 15 ივლისს. მას აქვს რამდენიმე სიახლე, როგორიცაა სენსორული ეკრანი მინი-თამაშებზე. თამაში გამოსცეს 2009 წლის 17 მარტს ჩრდილოეთ ამერიკაში და ამავე წლის 20 მარტს ავსტრალიასა და ევროპაში. PEGI-მა და BBFC-იმ (ევროპა, დიდი ბრიტანეთი) თამაში შეაფესეს 18+-ით, ხოლო ESRB-მ (ჩრდილოეთ ამერიკა) M-ით. 2009 წლის 22 ივნისს განაცხადეს, რომ 2009 წლის მესამე მეოთხედში გამოვიდოდა თამაშის PSP ვერსია[7].
ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში მეოთხე თაობის GTA-ს თამაშები არის:
GTA: IV - მოვლენები ხდება: 2008; გამოცემულია: 2008
2001 წლიდან, Grand Theft Auto-ის სერიებმა მიაღწიეს უზარმაზარ წარმატებებს, ორივე მხირვ, კრიტიკულათად და ფინანსურადაც. მან მიიღო ყველა თამაშზე სრულყოფილი, ან თითქმის სრულყოფილი განხილვები და ქულები. მსოფლიო მასშტაბით, სულ 70 მილიონი ასლია გაყიდული 2008 წლის მარტის მონაცემებით[16]. Times Online-მა აღნიშნა, რომ Grand Theft Auto IV-მა, GTA-ს სერიის კონსოლის უკანასკნელმა თამაშმა, დაამყარა რეკორდი და გაიყიდა პირველ დღეს მისი 609,000 ასლი დიდ ბრიტანეთში[17]. პირველ კვირას კი დაახლოებით 6 მილიონი ასლი გაიყიდა და 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა[18].
სერიებმა დაამყარეს არაერთი რეკორდი, ბევრი მათგანი კი შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდებში, 10 მსოფლიო რეკორდში - Guinness World Records: Gamer's Edition 2008. ეს რეკორდები მოიცავს: ყველაზე ბევრი ვარსკვლავი სტუმარი ვიდეო თამაშის სერიებში, ყველაზე ხანგრძლივი საუბარი ვიდეო თამაშში (GTA: San Andreas), ყველაზე ხანგრძილივი თამაშის საუნდტრეკი (GTA: San Andreas) და ყველა დროის ყველაზე წარმატებული გასართობი თამაში (GTA IV). გინესის მსოფლიო რეკორდებმა Grand Theft Auto ასევე შეაფასა ნომერ მესამე საუკეთესო კონსოლის თამაშად 50-დან[19].
† Grand Theft Auto IV არის პირველი და ერთადერთი თამაში GTA-ს სერიიდან, რომელმაც დაიმსახურა IGN-ისგან 10-ით შეფასება. ეს არის უნიკალური სერიისთვის, რადგან IGN იშვიათად თუ აჯილდოებს თამაშებს სრულყოფილი ქულებით. უკანასკნელი თამაში, რომელსაც IGN-მ მიანიჭა შეფასება 10, Grand Theft Auto IV-მდე, იყო Soul Calibur, 1999 წელს. თუმცა, 2008 წლის ბოლოს, კიდევ ერთი თამაში, რომელმაც მიიღო IGN-სგან 10, იყო Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots
მომავალი
Grand Theft Auto IV-ის გამოცემის შემდეგ, Rockstar Games-მა გამოსცა The Lost and Damned და Grand Theft Auto: Chinatown Wars. ისინი ასევე მუშაოებენ მეორე პაკეტზე, Grand Theft Auto IV-ის Xbox 360-ის ვერსიაზე, რომელსაც ერქმევა Grand Theft Auto: The Ballad of Gay Tony და გამოიცა 2009 წლის 29 ოქტომბერს. Grand Theft Auto: Chinatown Wars-ის PSP & iPhone/iPod Touch ვერსიაბი ასევე იქმნება და მუშავდება. Grand Theft Auto IV-ის გამოცემის შემდეგ, ხმები გავრცელდა, რომ შემდეგი სრული კონსოლის თამაში გამოვიდოდა 2009 წელს, თუმცა ამავე წლის იანვარშიRockstar-მა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ ჭორი და სიმართლეს არ ეფუძნებოდა[47]. Wedbush Morgan Securities-ის ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ანალიტიკოსი მაიკლ პაჩტერი ეხლაც დარწმუნებული იყო, რომ სერიის შემდეგი კონსოლის სრული ვერსია გამოვი 2010 წელს. Game Trailers-ის მეოცე ეპიზოდში, "დამატებით რაუნდში", პაჩტერმა განაცხადა: “მე აქტიურად ვფიქრობ, რომ მათ უკვე აქვთ მოფიქრებული ისტორია თავიანდ გონებაში. GTA5 უკვე დაგეგმილია და ვფიქრობ, რომ თქვენ მალე ნახავთ GTA-ს ახალ თამაშს ორ წელ ნახევარში. 2010 წლის მიწურულს, Grand Theft Auto 5 გამოვა”.[48]