BRICS-ის VII სამიტი შედგა 2015 წლის 8 — 10 ივლისს რუსეთის ქალაქ უფაში[1].
BRICS-ის 2015 წლის შემადგენლობა:
- ბრაზილია — პრეზიდენტი დილმა რუსეფი,
- რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
- ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
- ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
- სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.
მოწვეული სხვა ქვეყნის ლიდერები:
სამიტის თემა: „BRICS-ის პარტნიორობა - ძლიერი ფაქტორი გლობალურ განვითარებაში“.
BRICS-ის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ახალი განვითარების ბანკის შექმნა 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით. რუსეთის ინიციატივით მიღებულ იქნა BRICS-ის ქვეყნების ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგია 2020 წლამდე, რომელიც ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედების გაფართოებას როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკაში.
სამიტზე ხელი მოეწერა უფას დეკლარაციას და სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც დაინიშნა კურსი BRICS-ის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობაზე გადასვლისთვის. განიხილება ეკონომიკური სარტყლის „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიის განხორციელება. ლიდერებმა გაეროს და სსფ-ის რეფორმის დაჩქარება მოითხოვეს. ამერიკული გამოცემის Counter Punch-ის ცნობით, უფას სამიტი გარდამტეხი იყო, რის შემდეგაც აშშ-ის გავლენა სხვა სახელმწიფოებზე საგრძნობლად შემცირდება.
სამიტის მონაწილეებმა არ გვერდი აუარეს აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებს: ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება, კრიზისი საბერძნეთში, საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| წევრები | |
---|
| სამიტები | |
---|
| გაფართოება | |
---|
| |
|