ისლამ ქარიმოვი (უზბეკ. Ислом Каримов; რუს. Ислам Абдуганиевич Каримов; დ. 30 იანვარი, 1938 — გ. 2 სექტემბერი, 2016[2]) — უზბეკეთის პრეზიდენტი 1990 წლიდან თავის გარდაცვალებამდე, 2016 წლის 2 სექტემბრამდე.
ქარიმოვი გაიზარდა სამარყანდის ობოლთა თავშესაფარში. 1989 წელს ის უზბეკეთში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი გახდა. 1990 წლის 24 მარტს გახდა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1991 წლის 31 აგვისტოს მან გამოაცხადა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და 29 დეკემბერს 86%–ით მოიგო უზბეკეთის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. კარიმოვის ხელისუფლება გამოირჩეოდა ავტორიტარიზმით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას.[3]
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო