ჯურუყვეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ., ჯუმათის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი.
ისტორია
სოფელ ჯურუყვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კვირისთავები და საფხეკები, რომლებიც ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. გურიის სამთავროს პერიოდში ჩიბათთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[2] სოფელში იდგა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.[3] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[4] 1875 წელს სოფლის სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო.[5]1904 წლის 12 ივნისს სოფელი დაიტბორა წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი.[6] 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2500 ადამიანი იყო გაწევრებული.[7] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[8] |
910 |
|
|
1911[9] |
1317 |
|
|
2002 |
1011 |
|
|
2014 |
711 |
|
|
ცნობილი ადამიანები
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
- ↑ ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
- ↑ მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
- ↑ დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
- ↑ დ.ბ., წერილები // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1904, № 2532, გვ. 4.
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год