ჩანჩეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში (სოფლები: არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 120 მ. ნიგვზიანიდან 5 კმ., ლანჩხუთიდან 19 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
236 |
|
|
2014 |
154 |
|
|
გამოქვაბული
მდინარე უკანღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე არის გამოქვაბულების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი ქანების დაშლა-გამოფიტვის გამო თითქმის განადგურებულია, ხოლო მეორე ჯგუფის გამოქვაბულებში ასვლა უთოკოდ შეუძლებელია.
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა მწერალი და პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე. სოფელში დაკრძალულია მწერალი ეგნატე ნინოშვილი.
ლიტერატურა
სქოლიო