ცოცხნარის კვირაცხოვლის ეკლესია — არქეოლოგიურიძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტისსოფელცოცხნარაში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. დაზიანებულია: დანგრეულია დასავლეთ ნაწილი, შემორჩენილია აფსიდის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილი 4-5 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთი.
ეკლესიადარბაზულია (7,4x5,18 მეტრი), ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის დიდი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის კვალი და დიდი ზომის ტიმპანის ქვა). ნახევარწრიულ აფსიდში ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე გვერდზე თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დარბაზი დაახლოებით კვადრატული ფორმისაა. სამხრეთ კედელზე ერთსაფეხურიანი პილასტრის ფრაგმენტია.