ბიჯნისის წმინდა მარინეს ეკლესია

ბიჯნისის წმინდა მარინეს აღდგენილი ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ბიჯნისის წმინდა მარინეს ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,2x6,95 მეტრი), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე დაახლოებით 0,6 – 0,8 მეტრია. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია ორი წირთხლი). ნახევარწრიულ აფსიდში სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, ხოლო დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხესთან შემორჩენილია ასეთივე პილასტრის ფრაგმენტი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17713