ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ) შეკეთებულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთით. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია თლილი ქვიშაქვით ამოყვანილი კონქის თაღის ქუსლების თითო ქვა.