ეკლესიადარბაზულია (6,8X4,3 მ), ნაგებია არაწესიერი ფორმის ქვიშაქვით. ნახევარწიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, რომელიც მკვეთრად ვიწროვდება. დარბაზში, სამხრეთის კედელთან, ნანგრევებში აღმოჩნდა ქვის სტელისბაზისის ქვა (0,47X0,44 მ, სიმ. 0,52 მ),რომლის სამი გვერდი ირიბადაა ჩამოკვეთილი, ხოლო მეოთხე ბრტყელია. ბრტყელი გვერდის მოპირდაპირე გვერდზე ჩაჭრილი სამკუთხედების მწკრივით შედგენილ წრიულ ჩარჩოში (დიამ. 0,27 მ) ჩასმულია ბოლნური ჯვარი. ბაზისს ზედა ზედაპირზე წრიული ბუდე (დიამ. 0,2 მ) აქვს გაკეთებული. ქვა ადრინდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.