ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მესამე ადგილი უკავია და შეადგენს 184 500 კმ², რაც მთელი კონტინენტის 2.4%-ია. ტანამის უდაბნოს ესაზღვრება დიდი ქვიშიანი უდაბნო. უდაბნოს ტერიტორიაზე არსებული ქალაქებიდან მოსახლეობით ყველაზე დიდია ალის-სპრინგსი. ტანამის უდაბნოში მცხოვრებლების უმრავლესობას შეადგენს ავსტრალიელი აბორიგენები.
აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 429.7 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით ამ ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა შეადგენს 33.5 °C, ხოლო ზამთრობით 16.4 °C.