ალის-სპრინგსი (ინგლ. Alice Springs) — ქალაქი ავსტრალიაში. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაში. მდებარეობს კონტინენტის გეოგრაფიულ ცენტრში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 24 208 კაცს[1], სიმჭიდროვე — 178 კაცი კმ²-ზე. ალის-სპრინგსი 1499 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ დარვინიდან და 1532 კილომეტრით ადელაიდიდან.
ქალაქი დაარსდა 1872 წელს. ალის-სპრინგსის სიახლოვეს მდებარეობს აეროპორტი. ქალაქი მოქცეულია უდაბნოების ტერიტორიაზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი თვეა ივლისი. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და უდრის 279.2 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო